კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

სტაბილური ეპიდსიტუაციის შესანარჩუნებლად აუცილებელია სააღდგომო დღეებში პირბადის ტარების წესისა და ტაძრებში დისტანციის დაცვა-გამყრელიძე

ნახვები: 357 სტაბილური ეპიდსიტუაციის შესანარჩუნებლად აუცილებელია სააღდგომო დღეებში პირბადის ტარების წესისა და ტაძრებში დისტანციის დაცვა-გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ სტაბილური ეპიდსიტუაციის შესანარჩუნებლად აუცილებელია სადღესასწაულო დღეებში პირბადის ტარების წესისა და ტაძრებში დისტანციის დაცვა.

როგორც გამყრელიძემ საქართველოს პირველ არხს განუცხადა, აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, გაზრდილო მობილობის ფონზე, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დიდ თავშეყრებზე უარის თქმა და რეკომენდაციების დაცვა.

„აპრილში ქვეყანაში ეპიდსიტუაცია თანდათანობით დასტაბილურდა. ყოველდღიური შემთხვევების რაოდენობა მცირდება. ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ შემცირდა ყველაზე მძიმე მაჩვენებელი – სიკვდილიანობა. შეგვიძლია, შევაჯამოთ და ვთქვათ, რომ ქვეყანაში ეპიდსიტუაცია სტაბილური და სრულად მართვადია. მაქსიმალურად შემცირებულია სამედიცინო სექტორის დატვირთვა. საავადმყოფოებში წევს სულ 334 პაციენტი, აქედან ინტენსიურში და რეანიმაციაში 71. მაგრამ ეს ყველაფერი დამშვიდების უფლებას არ გვაძლევს, რადგან მთელ რიგ ქვეყნებში ადგილი აქვს ეპიდსიტუაციის გაუარესებას. ეს ძირითადად არის აღმოსავლეთის ქვეყნებში. ჩვენ თუ დავიცავთ პირბადის ტარების წესს, რაც დადგენილია დახურულ შენობებში და ახლა ამას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, როდესაც ქვეყანაში ყველაზე დიდი სადღესასწაულო დღეებია. საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი იქნება ტაძრებში. სასურველია, რომ ვატაროთ პირბადე დახურულ სივრცეში. ამინდები პროგნოზით კარგია, შესაძლებელია ადამიანთა დიდი ნაწილი იყოს გარე სივრცეში და დავიცვათ დისტანცია. მოგეხსენებათ, მობილობის ზრდა ერთ-ერთი რისკფაქტორია. ამ დღეებში ქვეყანაში სერიოზულად გაიზრდება მობილობა. ამიტომ, სააღდგომო დღეებში და განსაკუთრებით შემდგომ, როდესაც მივდივართ ჩვენი ახლობლების სასაფლაოებზე, სასურველია, დაცული იყოს რეგულაციები. განსაკუთრებით რეკომენდებულია, რომ არ იყოს დიდი თავშეყრები, არ იყოს განსაკუთრებით კვება და ალკოჰოლის მირთმევა ამ პერიოდში. ხაზს ვუსვამ, ამ დროს ინფექცია შედარებით ადვილად ვრცელდება. ჩვენ თუ ყველაფერი ეს დავიცავით, ვფიქრობ ეპიდსიტუაცია ასე მშვიდად უნდა გაგრძელდეს და ყველანაირად უნდა ვეცადოთ, რომ მაისიც ასეთი მშვიდი და სტაბილური ეპიდსიტუაციით გავიაროთ“, – განაცხადა გამყრელიძემ.

დაავადებთა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ბუსტერ დოზის მნიშვნელობაზეც გამაახვილა ყურადღება.

„სააღდგომო დღეების შემდეგ ვეცადოთ, მოვუმატოთ აცრების მოცვის მაჩვენებელი ქვეყანაში. მოგეხსენებათ, იმუნიზაციის საბჭომ მიიღო ახალი გადაწყვეტილება, მეორე ბუსტერთან დაკავშირებით. დღეს მოზრდილი მოსახლეობის 44% არის აცრილი. სასურველია, ვინც არ არის აცრილი ყველა აიცრას და აცრილმა გაიკეთოს მესამე ბუსტერი, რადგან ის კარგად იცავს ინფექციისგან“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა