თენგიზ აბლოთია: ღარიბაშვილის ბრალდებების მიუხედავად, ივანიშვილი კობახიძეს არ მოიშორებს — მისთვის ასეთი მეორე შემსრულებელი არ არსებობს
Air defenses down 135 drones used by Russia to attack Ukraine overnight
War update: 215 clashes on front line over past day, Pokrovsk and Kostiantynivka sectors hottes
Injury toll in Russian strike on Odesa rises to 17
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,320 over past day
Erdogan after meeting Putin: Türkiye ready to do everything possible for peace
Trump names condition for meeting Putin “immediately”
Russian sabotage groups show no significant activity along border — spox Demchenko

რუსულმა ჯარმა ეს აღდგომა სისხლით გააწითლა-ზელენსკი

ნახვები: 465 რუსულმა ჯარმა ეს აღდგომა სისხლით გააწითლა-ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსმა ოკუპანტებმა უდიდეს მართლმადიდებლურ დღესასწაულზე უკრაინელების სისხლის დაღვრით დაამტკიცეს, რომ ჰუმანიზმი და ქრისტიანული მორალი მათთვის არ არსებობს.

ამის შესახებ ზელენსკიმ საკუთარ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

„რუსეთს სააღდგომოდ ცეცხლის შეწყვეტა შესთავაზეს, მაგრამ მართლმადიდებლურმა სამყარომ დაინახა, რომ აღდგომა არაფერს ნიშნავს რუსი დამპყრობლებისთვის. მათთვის ეს მხოლოდ წითელი თარიღია კალენდარში, რისთვისაც საჭიროა განსაკუთრებული სიტყვები, განსაკუთრებული ქცევა, მაგრამ არა ის, რასაც რწმენა ჰქვია, არა ის, რასაც ქრისტიანული სიკეთე ჰქვია. რუსულმა ჯარმა ეს აღდგომა არამხოლოდ ფორმალურად კალენდარში, არამედ სისხლით გააწითლა. ქრისტიანები ამას არ გააკეთებდნენ, მშვიდობის დამყარების შესაძლებლობა, რომ ჰქონოდათ. ასე რომ სანთლის ხელში ტარება ტაძარში არ ნიშნავს იყო ქრისტიანი“, – განაცხადა ზელენსკიმ.

ზელენსკის განცხადებით, რუსეთმა უკრაინას აღდგომა მთელ ქვეყანაში საჰაერო საფრთხის არსებობით მიულოცა, მათ შორის სარაკეტო თავდასხმით პოლტავას რეგიონზე, კრემენჩუკზე და ოკუპანტებმა კიდევ ორი ბავშვი მოკლეს დონეცკის რეგიონში.

„ეს არის უკრაინაში სიცოცხლის მიზანმიმართული განადგურება. ნგრევა, რომელიც, თუნდაც ყველაზე დიდ მართლმადიდებლურ დღესასწაულზე არ შეწყვეტილა. ბავშვების მკვლელობა, სიცოცხლის განადგურება, ცინიკური და ტოტალური სიცრუით გადაფარვა, რაც მშვიდობიანი ქალაქების წინააღმდეგ გაკეთდა, ყველაფერი, რასაც რუსეთი უკრაინის ტერიტორიაზე აკეთებს, ნამდვილად არ არის ქრისტიანობა“, – განაცხადა ზელენსკიმ.

მისივე თქმით, არაქრისტიანები არიან ადამიანები, რომლებმაც კიდევ ერთხელ თვეს უარი მარიუპოლიდან ჰუმანიტარული დერეფნების გახსნაზე. ზელენსკის განცხადებით, არაქრისტიანები არიან ადამიანები, რომლებმაც პროპაგანდისტული რეპორტაჟები გადაიღეს უკრაინის ოკუპირებულ რეგიონებში სავარაუდო ჰუმანიტარული სააღდგომო დახმარების გადაცემის შესახებ.

„უფრო მეტიც, ყველა იცის, მათ შორის რუსეთშიც, რომ 24 თებერვლამდე ყველა უკრაინელს, უკრაინის ყველა კუთხეში ჰქონდა შესაძლებლობა, აღენიშნა აღდგომა თავისუფლად ნებისმიერ ეკლესიაში და ყოველგვარი ჰუმანიტარული დახმარების გარეშე“, – დაამატა მან.

აქვე, უკრაინელმა ლიდერმა მადლობა გადაუხადა პოლიციელებს, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებს და ყველას, ვინც აღდგომის დღესასწაულზე უსაფრთხოებაზე იყო პასუხისმგებელი.

ზელენსკის თქმით, უკრაინის შეიარაღებული ძალები აფერხებენ რუსული ჯარების თავდასხმებს ძირითად ტერიტორიებზე. ხარკოვის რეგიონში – იზიუმის მიმართულებით, დონბასში, განსაკუთრებით პოპასნას მახლობლად, მარიუპოლში, სადაც ქალაქის დამცველების წინააღმდეგობა გრძელდება, სამხრეთ რაიონებში, სადაც ოკუპანტები შეტევაზე გადასვლას ცდილობენ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა