თენგიზ აბლოთია: პარტიების აკრძალვა – პოლიტიკური გადაწყვეტილება თუ ბიძინას მორიგი შანტაჟი?
ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ

ომის შემთხვევაში მარტო ჯარის ანაბარად არ უნდა ვიყოთ-ალეკო ელისაშვილი

ნახვები: 404 ომის შემთხვევაში მარტო ჯარის ანაბარად არ უნდა ვიყოთ-ალეკო ელისაშვილი

ომის შემთხვევაში, მარტო ჯარის ანაბარად არ უნდა ვიყოთ, მარტო ჯარი არ უნდა იყოს და ჩვენი თავდაცვის ძალები, ვინც პირველ ხაზზე უნდა იყოს, ნებისმიერ მტერს უნდა დახვდეს საქართველოში ეროვნული წინააღმდეგობა, – განაცხადა საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფ „მოქალაქეების“ თავმჯდომარემ, ალეკო ელისაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

ელისაშვილის თქმით, გვერდზეა გადასადები „იარაღთან დაკავშირებით ზედმეტი ჭმუნვები და კეკლუცობები“, ვინაიდან უკრაინაში საქმე საქმეზე როცა მიდგა, ყველა მიხვდა – მტრისგან თუ გინდა თავი დაიცვა, იარაღს უნდა ფლობდე და გაშინაურებული უნდა იყო იარაღთან.

„ესეც გასაკეთებელია და ჩვენი გასაკეთებელია ბევრი რამ ამ თვალსაზრისით, როგორც სამოქალაქო თავდაცვის თვალსაზრისით, ასევე სამხედრო მზადყოფნის თვალსაზრისით არის ბევრი რამ გასაკეთებელი. ეს არის ჩემთვის მთავარი დასკვნა რაც უკრაინაში გამოვიტანე, რადგან ომის საფრთხის შემთხვევაში, კიდევ ერთხელ ვამბობ, არავის არ უნდა ნორმალურ ადამიანს ომი, მაგრამ უნდა ვიცოდეთ და მზად უნდა ვიყოთ. ომის შემთხვევაში მარტო ჯარის ანაბარად არ უნდა ვიყოთ, მარტო ჯარი არ უნდა იყოს და ჩვენი თავდაცვის ძალები, ვინც პირველ ხაზზე უნდა იყოს, ნებისმიერ მტერს უნდა დახვდეს საქართველოში ეროვნული წინააღმდეგობა. აი, მაშინ ვიქნებით სრულფასოვანი სახელმწიფო და მაშინ აარიდებს ყველა თავს ჩვენზე თავდასხმას. ეს იქნება და ეს არის მთავარი გარანტორი და არა დანარჩენი სხვა ფაქტორები. ის დამატებითი ფაქტორებია და ამაში მე მინდა ჩემი წვლილიც ჩავდო უფრო აქტიურად თავდაცვის კომიტეტშიც და ზოგადად აქ, პარლამენტში საქმიანობის დროსაც“, – განაცხადა ელისაშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა