თენგიზ აბლოთია: პარტიების აკრძალვა – პოლიტიკური გადაწყვეტილება თუ ბიძინას მორიგი შანტაჟი?
ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ

„ნაციონალური მოძრაობა“ ცდილობს, უკრაინის მეგობარი გამოჩნდეს-ჰერმან საბო

ნახვები: 333 „ნაციონალური მოძრაობა“ ცდილობს, უკრაინის მეგობარი გამოჩნდეს-ჰერმან საბო

მნიშვნელოვანია, რომ ჩვენზე მეტი გამოცდილების მქონე მეგობრებს დაველოდოთ და თუ ისინი ამ ყველაფერს გენოციდის შეფასებას მისცემენ, უნდა შევუერთდეთ. მანამდე, მგონია, რომ არ უნდა ვიჩქაროთ, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა ჰერმან საბომ განაცხადა.

ჰერმან საბო გამოეხმაურა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიას მიერ პარტიის ოფისში გაკეთებულ განცხადებას, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ დღეს პარლამენტში არეგისტრირებს დადგენილებას უკრაინაში გენოციდის აღიარების  თაობაზე.

როგორც ჰერმან საბომ საქართველოს პირველ არხს განუცხადა, ამ სიტუაციაში რაციონალურობა უნდა იყოს შენარჩუნებული.

„გენოციდი სამართლებრივი თვალსაზრისით კონკრეტულ რამეს გულისხმობს და მგონია, რომ ქვეყნებს, რომლებსაც უკრაინასთან მიმართებით მეტი ინფორმაცია აქვთ, თუ რას აკეთებს რუსეთი მას შემდეგ, რაც ეს ქვეყნები უკრაინის გენოციდს ოფიციალურად აღიარებენ, შეგვეძლება, ჩვენც დავეთანხმოთ. რა თქმა უნდა, უკრაინაში რუსეთის მოქმედებებს ისეთი მახასიათებლები აქვს, რაც შეიძლება, გენოციდად შეფასდეს, მათ შორის ის, რომ ასობით ათასი უკრაინელი რუსეთში საკოცენტრაციო ბანაკში ჰყავთ გადაყვანილი, რაც გენოციდის ერთ-ერთი მახასიათებელია. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენზე მეტი გამოცდილების მქონე მეგობრებს დაველოდოთ და თუ ისინი ამ ყველაფერს გენოციდის შეფასებას მისცემენ, უნდა შევუერთდეთ. მანამდე, მგონია, რომ არ უნდა ვიჩქაროთ, რადგან ორივე მხრიდან საინფორმაციო ომი მუშაობს და ამ სიტუაციაში რაციონალურობა უნდა შევინარჩუნოთ. შეიძლება, „ნაციონალურ მოძრაობას“ პოლიტიკური მიზანი ჰქონდეს, რომ ამ ვითარებაში თავი წარმოაჩინოს, როგორც უკრაინის გულმხურვალე მხარდაჭერად, განსხვავებით „ქართული ოცნებისგან“, რომლის მთავარ პირს, პრემიერ-მინისტრს უკრაინაზე კეთილი სიტყვა ჯერ არ დასცდენია. „ქართული ოცნების“ სხვა პირების კი უკრაინაში ვიზიტიც იყო. „ნაციონალური მოძრაობა“ ცდილობს, უკრაინის მეგობარი გამოჩნდეს და ალბათ ამ რეზოლუციის პროექტის წარდგენაც ამას ემსახურება“, – განაცხადა ჰერმან საბომ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა