კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

კახა კუჭავა - მინდა, მადლობა ვუთხრა ირაკლი კობახიძეს და მთლიანად გუნდს

ნახვები: 437 კახა კუჭავა - მინდა, მადლობა ვუთხრა ირაკლი კობახიძეს და მთლიანად გუნდს

დიდი მადლობა მინდა, ვუთხრა ირაკლი კობახიძეს და მთლიანად გუნდს ამ ძალიან დიდი ნდობისთვის, რომელიც გამომიცხადეს, - ამის შესახებ კაბა კუჭავამ განაცხადა, რომელსაც „ქართული ოცნება" პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობაზე წარადგენს.

ცვლილების შესახებ ცნობილი უმრავლესობის დღევანდელი სხდომის შემდეგ გახდა, რომელზეც არჩილ თალაკვაძემ პარლამენტის თავმჯდომარის პოსტის დატოვების შესახებ განაცხადა.

„დიდი მადლობა მინდა, გადავუხადო არჩილს იმ გაწეული საქმისთვის. მას ძალიან მნიშვნელოვან პერიოდში მოუწია პარლამენტის თავმჯდომარის პოსტის დაკავება და მან ძალიან ღირსეულად გაართვა თავი ამ საქმეს. ხოლო, მისი ეს ბოლო გადაწყვეტილება პირველ რიგში მიუთითებს, თუ რამდენად სწორად ხედავს ის მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს და რაც ყველაზე მთავარია, პარლამენტის, როგორც ინსტიტუტის სამომავლო განვითარებას.

დიდი მადლობა მინდა, ვუთხრა პარტიის თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძეს და მთლიანად გუნდს ამ ძალიან დიდი ნდობისთვის, რომელიც მე გამომიცხადეს. ეს არის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა, რომელსაც ვიაზრებ და ვთვლი, როგორც ყოველთვის ვამბობდი, რომ ის გამოწვევები, რომლის წინაშეც ახლა დგას პარლამენტი, ჩვენ უნდა გამოვიყენოთ როგორც შესაძლებლობა.

ორშაბათიდან ვიწყებთ ძალიან მნიშვნელოვან ეტაპს, სადაც ყველა პარტია ერთად უნდა იყოს წარმოდგენილი პარლამენტში და ვიღებდეთ იმ გადაწყვეტილებებს, რომელიც მნიშვნელოვანია დღეს ჩვენი ქვეყნისთვის. კიდევ ერთხელ მადლობა გუნდს და არჩილ, კიდევ ერთხელ დიდი მადლობა გაწეული საქმისთვის", - განაცხადა კახა კუჭავამ.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა