პროკურატურამ „ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე სამშობლოს ღალატის, კერძოდ საბოტაჟის ბრალდებით დააკავა
წინ, ხვიჩა! ეს გზა რთულია, მაგრამ შენ მარტო არ ხარ!
კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა

სააკაშვილი სუსტად გამოიყურება-ნევროლოგი თენგიზ წულაძე

ნახვები: 395 სააკაშვილი სუსტად გამოიყურება-ნევროლოგი თენგიზ წულაძე

სახალხო დამცველის მიერ შექმნილ მედიკოსთა ჯგუფის წევრის, ნევროლოგ თენგიზ წულაძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი უარს ამბობს ცილოვანი საკვების მიღებაზე, რასაც მოსდევს ცილოვანი შიმშილი.

მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილი სუსტად გრძნობს თავს და ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესებულია.

თენგიზ წულაძის განმარტებით, ამ მდგომარეობის მიზეზი შეიძლება, იყოს რეზისტენტული პოსტრავმული სტრესული აშლილობა, დეპრესია, რამაც გამოიწვია საბოლოოდ მადის დაქვეითება.

„22-ში ვიყავი პენიტენციურ დაწესებულებაში, მოვინახულეთ მიხეილ სააკაშვილი. რაც ვნახეთ, უფრო სუსტად გამოიყურება. გავეცანით ისტორიის მონაცემებს, ვნახეთ გარკვეული დარღვევები, რაც მიუთითებს იმაზე, რომ პაციენტს უარყოფითი კატაბოლური მდგომარეობა აქვს. ეს ნიშნავს იმას, რომ ორგანიზმი ინელებს საკუთარ თავს, ანუ, იმ ცილებს, რომელიც მას არ მიეწოდება გარედან, ორგანოების დაშლისა და კუნთების დაშლის საშუალებით იღებს. შესაბამისად, კუნთოვანი მასა მკვეთრად მცირდება ამ დროს და მდგომარეობა ამიტომაა გაუარესებული.

ჩვენი აზრით, ამ მდგომარეობის მიზეზი შეიძლება, იყოს რეზისტენტული პოსტრავმული სტრესული აშლილობა, დეპრესია, რამაც მოგვცა საბოლოოდ ანორექსია, მადის დაქვეითება. ამჟამად ის იღებს თავისი რეგულარულად მოხმარებადი ნორმის კალორიის დაახლოებით ერთი მეოთხედიდან ერთ მესამედამდე. ანუ, დღეში 600-800 კალორიას, რომელშიც პრაქტიკულად ცილა არ შედის და ცილოვანი შიმშილის ფონზე კუნთის მასა მკვეთრად შემცირებულია. ასევე, გამოხატულია წნევის ვარდნა წამოდგომისას, რასაც გონების დაკარგვის წინარე მდგომარეობა მოჰყვება ხოლმე და შესაძლებელეია და მოსალოდნელიცაა, გონების დაკარგვაც მოჰყვეს ამ ამბავს. აღნიშნული სიტუაცია აყალიბებს ერთგვარ მანკიერ წრესაც, რომ მდგომარეობა გაუარესებულია და გაუარესებული მდგომარეობა კიდევ უფრო აუარესებს ფსიქოლოგიურ სტატუსს“, – განაცხადა თენგიზ წულაძემ.

წულაძის განმარტებით, მიხეილ სააკაშვილს ციხეში უტარდება ძირითადი მედიკამენტური მკურნალობა, სამედიცინო კონსულტაციები, მაგრამ, როგორც ჩანს, ეს გარემო საკმარისი არაა, რათა სრულად ჩატარდეს ნეიროფსიქოლოგიური და ფიზიკური რეაბილიტაცია.

„ჩვენ ვიძლეოდით რეკომენდაციებს ნეიროფსიქოლოგიურ და ფიზიკურ რეაბილიტაციაზე. მართალია, ციხეში პრინციპში უტარდება ძირითადი მედიკამენტური მკურნალობა, სამედიცინო კონსულტაციები, მაგრამ, როგორც ჩანს, ეს გარემო საკმარისი არაა იმისთვის, რომ სრულად ჩატარდეს ნეიროფსიქოლოგიური და ფიზიკური რეაბილიტაცია. მათ შორის ვერ ხდება შეთანხმება პაციენტსა და ციხის მკურნალ სამედიცინო პერსონალს შორის და ის უარს ამბობს შეგნებულად, თუ შეუგნებლად ცილოვანი საკვების მიღებაზე, რასაც მოსდევს საბოლოო ჯამში ცილოვანი შიმშილი და ამ წუთში ამას ჰქვია პროტეინ დეფიციტური მანუტრიცია, ანუ ცილოვანი შიმშილი. ეს არის ჩვენი დასკვნა“, – განაცხადა თენგიზ წულაძემ.

კითხვაზე, თუ რატომ ამბობს უარს მიხეილ სააკაშვილი ცილოვანი საკვების მიღებაზე, წულაძე პასუხობს, რომ სააკაშვილი ამის მიზეზად პოსტრავმულ სტრესულ აშლილობას ასახელებს.

„ცილოვანი შიმშილი ნიშნავს, რომ ადამიანმა ცილოვანი საკვები უნდა მიიღოს, ესაა მისი მკურნალობა, რატომ არ იღებს ის ცილოვან საკვებს – ამბობს, რომ პოსტრავმული სტრესული აშლილობის გამო არ იღებს ცილოვან საკვებს, ეს მისი სიტყვებია, და არ შეუძლია პოსტრავმული სტრესული აშლილობის და ნეოროფსიქოლოგიური რეაბილიტაცია მიიღოს იმ სიტუაციაში  იმ ხალხისგან, ვინაც ეს პრობლემა გამოიწვია მასთან. ეს ქმნის შემდეგ მანკიერ წრეს“, – განაცხადა თენგიზ წულაძემ.

რაც შეეხება კითხვას, თქვენ საუბრობთ ნეიროფსიქოლოგიურ, ფიზიკურ რეაბილტაციაზე – საქართველოში მისი მიურნალობა შესაძლებელია?, – წულაძის განცხადებით, საქართველოში შეიძლება, შესაძლებელია, მაგრამ იმ გარემოში არის ძალიან რთული განსახორციელებელი.

„არ იღებს პაციენტი იმ გარემოში მიწოდებულ არანაირ ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ დახმარებას“, – დასძინა თენგიზ წულაძემ.

კიდევ ერთ კითხვაზე, თქვენი მთავარი რეკომენდაცია არის საზღვარგარეთ გადაყვანა?, – თენგიზ წულაძე პასუხობს, რომ ის ფაქტის კონსტატაციას აკეთებს.

„არა, მაგის რეკომენდაცია როგორ შემიძლია, მე გავცე, მე ვაკეთებ ფაქტის კონსტატაციას. ადამიანს აქვს ცილოვანი შიმშილი, ხოლო როგორ უნდა გადაწყდეს, ეს ჩემი გადასაწყვეტი დასკვნა არ არის. სახელმწიფოა პასუხისმგებელი მის ჯანმრთელობაზე“, – აღნიშნა თენგიზ წულაძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა