სახალხო დამცველი: დავით ფეიქრიშვილმა სავარაუდო დანაშაულში პენიტენციური სამსახურის თანამშრომლების შესაძლო მონაწილეობაზეც მიუთითა – გამოძიება პროკურატურამ უნდა აწარმოოს
Zelensky names hardest day for him during war
ზურაბ გირჩი ჯაფარიძე საკონსტიტუციო სასამართლოს პროცესზე: ყველამ იცის, რომ ბიძინა უყურებს – ზოგი თავის მოწონებას ცდილობს, ზოგი კი ჩუმად ყოფნას და ბოლოს გადაწყვეტილებაზე ხელის მოწერას
უკრაინელმა სამხედროებმა მიწისქვეშა კომუნიკაციებით 15 კილომეტრზე მეტი გაიარეს და კუპიანსკის მიმართულებით რუსეთის ჯარების ზურგში შეაღწიეს – 30-ზე მეტი რუსი სამხედრო ტყვედ აიყვანეს
Ukrainian forces advance 15 km behind Russian lines through underground routes on Kupiansk front
Russian forces preparing to resume mechanized attacks in southern Ukraine after months-long pause – military
EU strategy to end war based on ‘peace through strength’ formula – Kubilius
Russian ballistic attack leaves one dead, 22 injured, causes damage in six Kyiv districts

პრემიერი: „ვიწყებთ ქვეყნის მასშტაბურ განახლებას“

ნახვები: 304 პრემიერი: „ვიწყებთ ქვეყნის მასშტაბურ განახლებას“

„ჩვენ ვიწყებთ ქვეყნის მასშტაბურ განახლებას",- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა დღევანდელ მთავრობის სხდომაზე.

ღარიბაშვილმა 500 მილიონიანი პროექტი დააანონსა.

პრემიერის თქმით, დაგეგმილია რეგიონების ურბანული განახლების პროექტი, რომლის ფარგლებში 15 000 სამუშაო ადგილი შეიქმნება. ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ პროექტის პირველი ეტაპის ღირებულება 500 მლნ ლარს შეადგენს, რომელიც როგორც სახელმწიფო ბიუჯეტიდან, ისე საერთაშორიო საფინანსო ინსტიტუტების დახმარებით გამოიყოფა.

„ვიწყებთ ქვეყნის მასშტაბურ განახლებას. ეს პროგრამა გულისხმობს 63 მუნიციპალიტეტში ურბანულ განახლებას, მნიშვნელოვანი კულტურული და ისტორიული ობიექტების რეაბილიტაციას, მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციული ცენტრების რეაბილიტაციას, ასევე რეკრეაციული სივრცეების მოწყობას, რეკრეაციულ პარკებში ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებას, ყველა მუნიციპალიტეტში მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი ობიექტების რეაბილიტაციას და მოწყობას. ყველა ქალაქის, ყველა მუნიციპალიტეტის, კურორტების და დასახლებების ურბანულ განახლებას. პროგრამის ფარგლებში შეიქმნება ახალი დასასვენებელი და ტურისტული ზონები. საქართველოში უამრავი ადგილია, რომელიც უნდა გავხადოთ მიმზიდველი პირველ რიგში ჩვენი მოქალაქეებისთვის და ჩვენი ტურისტებისთვის", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

პერმიერის, განცხადებით ტენდერები ამ კვირაშივე გამოცხადდება, პროექტების განხორციელება კი ივნისიდან დაიწყება.

 

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა