კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

არჩილ თალაკვაძე: „გირაო არ ნიშნავს იმას, რომ ეს უზრუნველყოფს ნიკა მელიას თავისუფლებას“

ნახვები: 434 არჩილ თალაკვაძე: „გირაო არ ნიშნავს იმას, რომ ეს უზრუნველყოფს ნიკა მელიას თავისუფლებას“

„ნიკა მელია არაა ხელმომწერი მხარე, ის არაა რაიმე ტიპის უფლებებით აღჭურვილი, რომ გვიკარნახოს პირობები," - განაცხადა დღეს, 27 აპრილს, პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

ცნობისთვის: ენმ-ს პატიმრობაში მყოფმა ლიდერმა, ნიკა მელიამ მიმართვა გაავრცელა და მხარეებს მოუწოდა, რომ ამნისტია გაიწვიონ და ის თანახმაა, ევროკავშირის გირაოს შეთავაზებას დასთანხმდეს.

„თუ მას სურდა მოეწერა ხელი და ყოფილიყო იმ მხარეს, სადაც ცივილიზებული პოლიტიკა მიმდინარეობს, მას ეს შეეძლო, მაგრამ მათ ეს არ გააკეთეს, ეხლა, გარედან კარნახი პირობების არის მისივე კოლეგებისთვის მიუღებელი," - აცხადებს თალაკვაძე.

ამასთან, თალაკვაძის თქმით, გირაოს გადახდა მელიას მხოლოდ წინასწარი პატიმრობიდან გაათავისუფლებს.

"რაც შეეხება მელიას დამოკიდებულებას, მე მგონი, ელემენტარული იურიდიული განათლებაა საჭირო. ეს უფრო სპეკულაციური კომენტარები იყო, ვიდრე იურისტების კომენტარები, თუმცა ოპოზიციიდან იურისტებმაც გააკეთეს ეს კომენტარები. საზოგადოებას ნუ შეიყვანთ შეცდომაში. სიმართლე გახლავთ შემდეგი, რომ გირაოს გადახდა ცვლის მხოლოდ წინასწარი პატიმრობის მოცემულობას. გირაოს თუ გადაიხდის ნიკა მელია, ის დატოვებს წინასწარი პატიმრობიდან დაწესებულებას და მონაწილეობას მიიღებს პოლიტიკურ პროცესში, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, გირაოს გადახდა უზრუნველყოფს ნიკა მელიას თავისუფლებას. ეს გადაწყვეტილება უნდა მიიღოს სასამართლომ", - ამბობს თალაკვაძე.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა