კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

„ომის პარტიის“ ძახილი საქართველოს არ სჭირდება, საქართველოს ახლა სჭირდება ერთიანობა უკრაინის მხარდაჭერაში -დეგნანი

ნახვები: 555 „ომის პარტიის“ ძახილი საქართველოს არ სჭირდება, საქართველოს ახლა სჭირდება ერთიანობა უკრაინის მხარდაჭერაში -დეგნანი

ერთმანეთზე თავდასხმა, მოღალატეების, პრორუსების ან „ომის პარტიის“ ძახილი საქართველოს არ სჭირდება, საქართველოს ახლა სჭირდება ერთიანობა უკრაინის მხარდაჭერაში, რუსეთის წინააღმდეგ, – განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა.

კელი დეგნანმა ასევე აღნიშნა, რომ „არავის სურს, საქართველო იყოს ამ ომის სამიზნე“.

„მე ბევრ პოლიტიკურ ლიდერს ვესაუბრე, არც ერთ პოლიტიკურ ლიდერს არც ერთი პოლიტიკური პარტიიდან არ უსაუბრია საქარველოს ომში ჩაბმაზე. ერთმანეთზე თავდასხმა, ერთმანეთისთვის მოღალატეების, პრორუსების ან „ომის პარტიის“ ძახილი არის სწორედ ის, რაც საქართველოს არ სჭირდება. საქართველოს ახლა ერთიანობა სჭირდება ერთიანობა უკრაინის მხარდაჭერაში, რუსეთის წინააღმდეგ. ერთმანეთში ბრძოლა, ქართველების ქართველებთან ბრძოლა მხოლოდ რუსეთს ეხმარება. ასე რომ, მე გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ ქართველები იცხოვრებენ თავიანთი მოდელით „ძალა ერთობაშია“, – განაცხადა კელი დეგნანმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა