საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტანი გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
ხვიჩა კვარაცხელია მძიმე ტრავმის შემდეგ: უფრო ძლიერი უნდა დავბრუნდე ჩემი ხალხისთვის, რომელიც ყოველთვის ჩემს გვერდითაა
გოჩა მირცხულავა - რა გადაწყვეტილებებისთვის მზადდება პოლიტიკური გარემო?
რევაზ ნადარაია ოპოზიციურ პარტიებს: პოლიტიკური განცხადებები გარეთ გააკეთეთ, სასამართლოსთვის მათ ნულის ფასი აქვს
კობახიძე: რუსეთთან ურთიერთობის ახალი ეტაპი არ იწყება, დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე ჩვენი პოზიცია უცვლელია
ანა წითლიძე საკონსტიტუციო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილისა და ლევან ხაბეიშვილის მოწმეებად დაბარებას ითხოვს
ეროვნული ბანკი: ციფრული ლარის საყოველთაო შემოღება უახლოეს წლებში არ იგეგმება, ნაღდი ფული მიმოქცევაში დარჩება
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციური პარტიების მოთხოვნა მოსამართლეთა აცილების შესახებ არ დააკმაყოფილა

მიხეილ სააკაშვილი: ვიქნები პრემიერ-მინისტრი არა სრული ვადით, არამედ მაქსიმუმ ორი წელიწადი

ნახვები: 399 მიხეილ სააკაშვილი: ვიქნები პრემიერ-მინისტრი არა სრული ვადით, არამედ მაქსიმუმ ორი წელიწადი

„ჩამოვალ ისეთ პირობებში, რაც არ გამოიწვევს დაპირისპირებას და რაღაც სახის არეულობას... ნამდვილად არ ვაპირებ არეულობით ხელისუფლებაში მოსვლას", - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ვიდეომიმართვისას განაცხადა.

სააკაშვილის თქმით, ოპოზიციის გამარჯვების შემთხვევაში, ის მზად არის იყოს ქვეყნის პრემიერ-მინისტრი.

სააკაშვილის განცხადებით, ის თანამდებობას არასრული ვადით, ორი წლით დაიკავებს.

„ნაციონალურმა მოძრაობამ" და მთელმა რიგმა სხვა ადამიანებმა დააყენეს საკითხი იმისა, რომ მე გავხდე საქართველოს მთავრობის ხელმძღვანელი, საქართველოს პრემიერ-მინისტრი. მე ამაზე ბევრს ვფიქრობ და მზად ვარ ვიტვირთო ეს ფუნქცია არა იმისთვის, რომ ხელისუფლებაში მოვიდე და ხელისუფლება მენატრება. ნამდვილად არ მენატრება და მინდა, გითხრათ რომ ვიქნები პრემიერ-მინისტრი არა სრული ვადით, არამედ მაქსიმუმ 2 წელიწადი. ეს ორი წელი იქნება საკმარისი, რომ ქვეყანა ამოვათრიოთ ჭაობიდან და ძალიან სწრაფად წავიდეთ წინ. ამაში ვარ დარწმუნებული.
ბევრს მეკითხებიან თუ როდის ჩამოვალ საქართველოში. მე ჩამოვალ ისეთ პირობებში, რაც არ გამოიწვევს დაპირისპირებას და რაღაც სახის არეულობას. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველაფერი იყოს მშვიდობიანად. თავის დროზე მე ხელისუფლება გადავაბარე მშვიდობიანად და ნამდვილად არ ვაპირებ არეულობით ხელისუფლებაში მოსვლას. მაგრამ ის, რომ საქართველო გადასარჩენია ამაში ყველა ვთანხმდებით. ამიტომ მე არ გავურბივარ პასუხისმგებლობას. აუცილებლად თქვენთან ერთად, ყველანი ერთად ფეხზე დავაყენებთ ჩვენს საყვარელ სამშობლოს, საქართველოს!", - განაცხადა სააკაშვილმა.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა