რევაზ ნადარაია ოპოზიციურ პარტიებს: პოლიტიკური განცხადებები გარეთ გააკეთეთ, სასამართლოსთვის მათ ნულის ფასი აქვს
კობახიძე: რუსეთთან ურთიერთობის ახალი ეტაპი არ იწყება, დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე ჩვენი პოზიცია უცვლელია
ანა წითლიძე საკონსტიტუციო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილისა და ლევან ხაბეიშვილის მოწმეებად დაბარებას ითხოვს
ეროვნული ბანკი: ციფრული ლარის საყოველთაო შემოღება უახლოეს წლებში არ იგეგმება, ნაღდი ფული მიმოქცევაში დარჩება
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციური პარტიების მოთხოვნა მოსამართლეთა აცილების შესახებ არ დააკმაყოფილა
ირაკლი კობახიძემ რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად გიორგი ზურაბაშვილი დანიშნა
თენგიზ აბლოთია: პარტიების აკრძალვა – პოლიტიკური გადაწყვეტილება თუ ბიძინას მორიგი შანტაჟი?
ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით

მედიის თავისუფლების ინდექსით საქართველო 29 პუნქტით დაქვეითდა და 89-ე ადგილს იკავებს-RSF

ნახვები: 414 მედიის თავისუფლების ინდექსით საქართველო 29 პუნქტით დაქვეითდა და 89-ე ადგილს იკავებს-RSF

მედიის თავისუფლების ინდექსით საქართველო 29 პუნქტით დაქვეითდა და 180 ქვეყანას შორის, 59,30 ქულით 89-ე ადგილს იკავებს. ანგარიში საერთაშორისო ორგანიზაცია Reportes Without Borders-მა (RSF) მოამზადა. 2021 წელს მედიის თავისუფლების ინდექსით საქართველო მე-60 ადგილზე იყო და 71,36 ქულა ჰქონდა მინიჭებული. 

ინდექსი ხუთი ინდიკატორისგან შედგება - პოლიტიკური, ეკონომიკური, კანონმდებლობა, სოციალური ინდიკატორი და უსაფრთხოება.

როგორც ორგანიზაცია თავის ანგარიშში აღნიშნავს, 2021 წელს ჟურნალისტებზე უპრეცედენტო რაოდენობის თავდასხმა განხორციელდა. RSF-ის თანახმად, ჟურნალისტებზე ფიზიკური და სიტყვიერი თავდასხმა ჩვეულებრივი მოვლენაა.

"აგრესორებს შორის არიან ხელისუფლების მაღალჩინოსნები, განსაკუთრებით საარჩევნო კამპანიის დროს. 2021 წლის ივლისში ჰომოფობიური კონტრდემონსტრაციის დროს 50 რეპორტიორზე ხანგრძლივი და სასტიკი თავდასხმა, სამართალდამცავების თვალწინ, უპრეცედენტო უკუსვლა იყო. ამ მოვლენის გამოძიებისას გამჭვირვალობისა და პროგრესის არქონა აჩვენებს იმათ დაუსჯელობას, ვინც ჟურნალისტების წინააღმდეგ დანაშაულს სჩადის", - აღნიშნავენ ორგანიზაციაში.

მედიის თავისუფლების ინდექსის პირველ ათეულში არიან: ნორვეგია, დანია, შვედეთი, ესტონეთი, ფინეთი, ირლანდია, პორტუგალია, კოსტა რიკა, ლიეტუვა, ლიხტენშტეინი. 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა