კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

გიორგი რურუამ საპატიმრო დატოვა

ნახვები: 376 გიორგი რურუამ საპატიმრო დატოვა

დღეს, 19 აპრილს, საქართველოს რეზიდენტის შეწყალების აქტის საფუძველზე, 2019 წლის 19 ნომებერს დაკავებულმა, „მთავარი არხის" ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, გიორგი რურუამ საპატიმრო დატოვა. გიორგი რურუას გათავისუფლება, რომელიც პოლიციამ სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულისთვის დააკავა, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს, ევროკავშირი საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის შუამავლობით ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მიღწეული შეთანხმების საფუძველზე მოხდა.

„მე ვარ აქტიური მოქალაქე, დავრჩები აქტიურ მოქალაქედ. პოლიტიკა მარტო პოლიტიკოსების საქმე არაა, ჩვენც უნდა გავაკეთოთ, ჩვენ უნდა დავეხმაროთ პოლიტიკოსებს როგორც სამოქალაქო ორგანიზაციებიდან, ისე სხვადასხვა პრატფორმიდან", - განაცხადა გიორგი რურუამ.

შეგახსენებთ, რომ სასამართლომ ბრალდებული დამნაშავედ ცნო ცეცხლსასროლო იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარებისათვის, ასევე სასამართლო გადაწყვეტილების შეუსრულებლობასა და მისი შესრულებისათვის ხელის შეშლაში.

შარლ მიშელის დოკუმენტის შესაბამისად, დღეს შეთანხმების დოკუმენტზე ხელმომწერი ოპოზიცია პარლამენტში შევიდა, ეს წარმოადგენდა პრეზიდენტის მიერ დათქმულ ერთ-ერთ პირობას, რის შემდეგაც მან გიორგი რურუას შეწყალების აქტს ხელი მოაწერა.

გიორგი რურუა გასულ წელს ე.წ 8 მარტის შეთანხმებით უნდა გათავისუფლებულიყო. თუმცა, საერთაშორისო პარტნიორებისა და ოპოზიციის წარმომადგენლების მოწოდების მიუხედავად, პრეზიდენტმა

სალომე ზურაბიშვილმა 15 მარტს მხოლოდ ირაკლი ოქრუაშვილი და გიგი უგულავა შეიწყალა.

რურუას გათავისუფლებისკენ ხელისუფლებას არაერთხელ მოუწოდეს ევროპელმა და ამერიკელმა პოლიტიკოსებმა და მაღალჩინოსნებმა.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა