კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ფინეთ-საქართველოს საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი - მზად ვართ, საქართველოს განათლების სისტემის განმტკიცებაში დავეხმაროთ

ნახვები: 428 ფინეთ-საქართველოს საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი - მზად ვართ, საქართველოს განათლების სისტემის განმტკიცებაში დავეხმაროთ

მზად ვართ, საქართველოს განათლების სისტემის განმტკიცებაში დავეხმაროთ, – ამის შესახებ ფინეთ-საქართველოს საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელმა მატიას მარტინენმა საქართველოს პირველ არხთან ინტერვიუში განაცხადა.

ამასთან, მისივე თქმით, საქართველოში ვიზიტის ფარგლებში განათლების პოლიტიკის გარდა, ისაუბრეს საქართველო-ფინეთის ორმხრივი ურთიერთობებზე, განიხილეს რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი, მათ შორის უსაფრთხოების კუთხით არსებული ვითარება.

„საქართველოსა და ფინეთის საპარლამენტო თანამშრომლობა ძალიან აქტიურია. ეს ჯგუფები ინტენსიურად მუშაობენ. ჩვენი ვიზიტი დიდი ხნის წინ იყო დაგეგმილი, თუმცა პანდემიამ ხელი შეგვიშალა. ჩემი აზრით, არის რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც ამ ვიზიტის დროს განვიხილეთ. უპირველეს ყოვლისა, ეს არის უსაფრთხოების კუთხით არსებული მდგომარეობა. მეორე არის საქართველოსა და ფინეთის ორმხრივი ურთიერთობები, მათ შორის პოლიტიკურ, ეკონომიკურ და კულტურულ საკითხებზე. კიდევ ერთი საკითხი ეხება განათლების პოლიტიკას. როგროც შევნიშნე, ბევრი ჩემი კოლეგა საქართველოში დაინტერესებულია ფინური განათლების სისტემით. მე ვუთხარი მათ, რომ ჩვენ დახმარების სურვილი გვაქვს. მზად ვართ, მეტი ინფორმაცია მივაწოდოთ და დავეხმაროთ ჩვენს მეგობრებს განათლების სფეროს განმტკიცებაში“, – განაცხადა მატიას მარტინენმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა