გოჩა მირცხულავა - რა გადაწყვეტილებებისთვის მზადდება პოლიტიკური გარემო?
რევაზ ნადარაია ოპოზიციურ პარტიებს: პოლიტიკური განცხადებები გარეთ გააკეთეთ, სასამართლოსთვის მათ ნულის ფასი აქვს
კობახიძე: რუსეთთან ურთიერთობის ახალი ეტაპი არ იწყება, დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე ჩვენი პოზიცია უცვლელია
ანა წითლიძე საკონსტიტუციო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილისა და ლევან ხაბეიშვილის მოწმეებად დაბარებას ითხოვს
ეროვნული ბანკი: ციფრული ლარის საყოველთაო შემოღება უახლოეს წლებში არ იგეგმება, ნაღდი ფული მიმოქცევაში დარჩება
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციური პარტიების მოთხოვნა მოსამართლეთა აცილების შესახებ არ დააკმაყოფილა
ირაკლი კობახიძემ რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად გიორგი ზურაბაშვილი დანიშნა
თენგიზ აბლოთია: პარტიების აკრძალვა – პოლიტიკური გადაწყვეტილება თუ ბიძინას მორიგი შანტაჟი?

ესპანეთში დააკავეს ბლოგერი, რომელსაც უკრაინა სახელმწიფო ღალატში ადანაშაულებს

ნახვები: 421 ესპანეთში დააკავეს ბლოგერი, რომელსაც უკრაინა სახელმწიფო ღალატში ადანაშაულებს

სპანეთში უკრაინელი პრორუსი ბლოგერი ანატოლი შარი დააკავეს, რომელსაც უკრაინის უსაფრთხოების სამსახური სახელმწიფო ღალატში ადანაშაულებს, – შესაბამის ინფორმაციას უკრაინის უსაფრთხოების სამსახურზე დაყრდნობით უკრაინული მედია ავრცელებს. უწყების ცნობით, ესპანეთის სამართალდამცველმა ორგანოებმა შარი უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის გენერალური პროკურორის ოფისთან და საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობის შედეგად 4 მაისს დააკავეს.

უკრაინის უსაფრთხოების სამსახური ანატოლი შარის სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლის დარღვევაში ადანაშაულებს – სახელმწიფო ღალატი და რასობრივი, ეთნიკური, რელიგიური ან სხვა ნიშნით მოქალაქეების დისკრიმინაცია.

„დაკავება მორიგი მტკიცებულებაა, რომ უკრაინის ყოველი მოღალატე ადრე თუ გვიან დამსახურებულ სასჯელს მიიღებს. ეს გარდაუვალია“, – განაცხადეს უკრაინის უსაფრთხოების სამსახურში.

უწყებაში მიიჩნევენ, რომ ანატოლი შარი საინფორმაციო სფეროში მართლსაწინააღმდეგო საქმიანობას ეწეოდა უკრაინის ეროვნული უსაფრთხოების წინააღმდეგ. არის საფუძველი, ვივარაუდოთ, რომ ანატოლი შარი მოქმედებდა უცხოური სტრუქტურების დაკვეთით“, – აღნიშნეს უსაფრთხოების სამსახურში.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა