სახალხო დამცველი: დავით ფეიქრიშვილმა სავარაუდო დანაშაულში პენიტენციური სამსახურის თანამშრომლების შესაძლო მონაწილეობაზეც მიუთითა – გამოძიება პროკურატურამ უნდა აწარმოოს
Zelensky names hardest day for him during war
ზურაბ გირჩი ჯაფარიძე საკონსტიტუციო სასამართლოს პროცესზე: ყველამ იცის, რომ ბიძინა უყურებს – ზოგი თავის მოწონებას ცდილობს, ზოგი კი ჩუმად ყოფნას და ბოლოს გადაწყვეტილებაზე ხელის მოწერას
უკრაინელმა სამხედროებმა მიწისქვეშა კომუნიკაციებით 15 კილომეტრზე მეტი გაიარეს და კუპიანსკის მიმართულებით რუსეთის ჯარების ზურგში შეაღწიეს – 30-ზე მეტი რუსი სამხედრო ტყვედ აიყვანეს
Ukrainian forces advance 15 km behind Russian lines through underground routes on Kupiansk front
Russian forces preparing to resume mechanized attacks in southern Ukraine after months-long pause – military
EU strategy to end war based on ‘peace through strength’ formula – Kubilius
Russian ballistic attack leaves one dead, 22 injured, causes damage in six Kyiv districts

უკრაინაში რუსეთის ომი გაიწელა-ლუკაშენკო

ნახვები: 375 უკრაინაში რუსეთის ომი გაიწელა-ლუკაშენკო

ბელარუსის პრეზიდენტის ალექსანდრ ლუკაშენკოს თქმით, ის არ ელოდა რომ რუსეთის "სპეციალური სამხედრო ოპერაცია" უკრაინაში ამდენხანს გაიწელებოდა.

ლუკაშენკომ Associated Press-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ის "ყველაფერს აკეთებს ომის შესაჩერებლად".

"საკმარისად არ ვარ გარკვეული ამ პრობლემაში, რომ ვთქვა, გეგმის მიხედვით მიდის, როგორც რუსები ამბობენ, თუ მე ვფიქრობ ამას. კიდევ ერთხელ მინდა გავუსვა ხაზი, მიმაჩნია, რომ ეს ოპერაცია გაიწელა", - თქვა ლუკაშენკომ.

ლუკაშენკო ამტკიცებს, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებები მისი წყალობით დაიწყო.

"ჩვენ კატეგორიულად არ ვეთანხმებით არანაირ ომს. ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ და ახლაც ვაკეთებთ, რომ ომი არ იყოს. ჭეშმარიტად, ჩემი წყალობით, უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებები დაიწყო", - აღნიშნა ლუკაშენკომ.

გარდა ამისა, ბელარუსის პრეზიდენტმა თქვა, რომ ბირთვული იარაღის გამოყენება მიუღებელი იქნება, თუმცა ვერ დააკონკრეტა, აქვს თუ არა რუსეთს ასეთი გეგმები.

"ბირთვული იარაღის გამოყენება მიუღებელია, რადგან რუსეთი ჩვენთან ახლოსაა, ჩვენ არ ვართ ოკეანის გადაღმა, როგორ შეერთებული შტატები.  ამასთანავე, ეს მიუღებელია, რადგან მან შესაძლოა ორბიტიდან გადაისროლოს დედამიწა, კაცმა არ იცის სად", - განაცხადა ლუკაშენკომ

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა