Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg
Ukraine`s capitulation would amount to the capitulation of us all, Merz says
Tusk calls Lviv Regional Council`s UPA resolution “suicidal tactics”
Ukraine could receive €17 B in budget support this year, subject to reforms, Costa says
Khmara, Drapatyi discuss stable arms supplies with Lockheed Martin delegation

უკრაინაში ომის შედეგად 3 280 მშვიდობიანი მოქალაქე, მათ შორის 231 ბავშვი დაიღუპა

ნახვები: 860 უკრაინაში ომის შედეგად 3 280 მშვიდობიანი მოქალაქე, მათ შორის 231 ბავშვი დაიღუპა

უკრაინაში ომის შედეგად, 3 200-ზე მეტი ადამიანი , მათ შორის 231 ბავშვი დაიღუპა. შესაბამის ინფორმაციას გაერო ავრცელებს. 

გაერო-მ გამოაქვეყნა მოხსენება, რომელშიც მოცემულია უკრაინის ომის შედეგად დაღუპულთა და დაჭრილთა შესახებ ინფორმაცია.

ორგანიზაციის ცნობით, უკრაინაში რუსეთის შეჭრის დაწყების შემდეგ, სულ მცირე 3 280 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, მათ შორის 231 ბავშვი და 3 451 დაშავდა.

„სამოქალაქო პირების დაღუპვისა და დაშავების მიზეზი უმეტესწილად გამოწვეული იყო ასაფეთქებელი მოწყობილობების გამოყენებით, მათ შორის მძიმე არტილერიისა და მრავალჯერადი სარაკეტო სისტემების დაბომბვით, ასევე სარაკეტო და საჰაერო დარტყმებით“, – ნათქვამია მოხსენებაში.

გაერო-ს ანგარიშის მიხედვით, თვითგამოცხადებულ დონეცკის და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკებში დაღუპულია 105 ადამიანი და დაშავებულია 417.

გაერო-ს ექსპერტები აღნიშნავენ, რომ დაღუპულთა რეალური რიცხვი შესაძლოა, გაცილებით მეტი იყოს, რადგან ინტენსიური ბრძოლების გამო ცნობების მიღება გვიანდება.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა