კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ქვეყანაში არ არსებობს დემოკრატია, საუბარიც არ შეიძლება გამოხატვის თავისუფლებაზე-მირდატ ქამადაძე

ნახვები: 463 ქვეყანაში არ არსებობს დემოკრატია, საუბარიც არ შეიძლება გამოხატვის თავისუფლებაზე-მირდატ ქამადაძე

ბათუმში, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ აქციაზე გუშინ გვიან ღამით დაკავებული პირების თაობაზე დღეს „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში საგანგებო ბრიფინგი გაიმართა.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ამბობენ, რომ 22-ივე დაკავებული იზოლატორში რჩება და მათ შესახებ სრულყოფილ ინფორმაციას არ ფლობენ.

„დაკავებულია ბათუმის საკრებულოს „ნაციონალური მოძრაობის“ თითქმის ყველა და უმაღლესი საბჭოს სამი დეპუტატი. პოლიციამ დაარბია მშვიდობიანი მოქალაქეები, რათა პროტესტი არ ყოფილიყო განგრძობადი. მივმართავთ საერთაშორისო ორგანიზაციებს, დიპლომატებს, სახალხო დამცველის აპარატს, რათა დავუფიქსიროთ, რომ ამ ქვეყანაში არ არსებობს დემოკრატია, გაფორმდა დიქტატურა და საუბარიც კი არ შეიძლება გამოხატვის თავისუფლებაზე“, – განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა მირდატ ქამადაძემ.

ამასთან, „ნაციონალურ მოძრაობაში“ აცხადებენ, რომ პროტესტი არ შეწყდება მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებამდე და თუ რა ფორმით გააგრძელებენ აქციებს, ამის შესახებ უახლოეს პერიოდში გამოაცხადებენ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა