კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ვენეციის კომისია მიესალმება „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში შეტანილ ცვლილებებს - ვენეციის კომისია

ნახვები: 282 ვენეციის კომისია მიესალმება „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში შეტანილ ცვლილებებს - ვენეციის კომისია

ვენეციის კომისია მიესალმება „საერთო სასამართლოების შესახებ" საქართველოს ორგანულ კანონში შეტანილ ცვლილებებს, რომლებშიც გათვალისწინებულია მისი რამდენიმე წინა რეკომენდაცია, - ამის შესახებ ვენეციის კომისიის დასკვნაშია აღნიშნული, რომელიც საქართველოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა დანიშვნას ეხება.

,,ვენეციის კომისია მიესალმა ცვლილებებს, რომელშიც აღნიშნულია კანდიდატთა თანასწორი მოპყრობის პრინციპი, მხოლოდ საუკეთესო შედეგების მქონე კანდიდატების შერჩევა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ხმის მიმცემი წევრების ვინაობის გასაჯაროება.

ამასთან, ვენეციის კომისია აღნიშნავს, რომ გასაჩივრების პროცესთან ერთად შემოთავაზებული გამჭვირვალობის დონე გარკვეულწილად უნდა გაუმჯობესდეს. რაც შეეხება გასაჩივრების მექანიზმს, ვენეციის კომისია მიესალმება, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებები ახლა ღიაა უზენაესი სასამართლოს საკვალიფიკაციო პალატაში შემდგომი გასაჩივრებისთვის.

ამასთან, ვენეციის კომისია იმეორებს თავის ადრინდელ რეკომენდაციას განხილულ იქნეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შემადგენლობის შეცვლა, რომელიც მიიღებს ახალ (მეორე) გადაწყვეტილებას იმავე კანდიდატზე უზენაესი სასამართლოს პალატაში გასაჩივრების შემდეგ. გარდა ამისა, დანიშვნის პროცედურა უნდა გადაიდოს, სანამ პალატა მიიღებს გადაწყვეტილებას.

ვენეციის კომისია აცხადებს, რომ ეს რეკომენდაციები შემუშავებულია გასაჩივრების მნიშვნელოვანი უფლების უზრუნველსაყოფად. არსებულ სიტუაციაში, როდესაც საქართველოს ხელისუფლებას სურს შეინარჩუნოს მიმდინარე კონკურენცია, რომლის დროსაც პირველადი გასაუბრება უკვე ჩატარდა ძველი წესების თანახმად და ახალი გასაუბრება ახალი წესების მიხედვით იმართება, სიფრთხილეა საჭირო, რადგან იწვევს შეშფოთებას კანდიდატთა მიმართ თანაბარ მოპყრობასთან დაკავშირებით,"- აღნიშნულია დასკვნაში.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა