Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg
Ukraine`s capitulation would amount to the capitulation of us all, Merz says

ზელენსკი - აუცილებელია რუსეთზე სანქციებით ზეწოლა, ვიდრე არ შეწყვეტს ომს

ნახვები: 460 ზელენსკი - აუცილებელია რუსეთზე სანქციებით ზეწოლა, ვიდრე არ შეწყვეტს ომს

რუსეთის წინააღმდეგ სანქციები უნდა გაძლიერდეს, ვიდრე ომს არ შეწყვეტს. აღნიშნულის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმერ ზელენსკიმ კიევში ვიზიტით მყოფ ხორვატიის პრემიერ ანდრეი პლენკოვიჩთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„აუცილებელია რუსეთზე სანქციებით ზეწოლა, ვიდრე რუსეთი არ შეწყვეტს ომს ჩვენი სახელმწიფოს, ჩვენი ხალხის წინააღმდეგ, ვიდრე არ გაათავისუფლებს ჩვენს მიწას და პატივს არ სცემს ევროპაში თავისუფლებას. მისთვის ამ აგრესიის ფასი უნდა გაიზარდოს“, – განაცხადა ზელენსკიმ.

ასევე, ვოლოდიმირ ზელენსკიმ აღნიშნა, რომ უკრაინა შეძლებს ყველა სირთულის დაძლევას და გახდება ევროკავშირის წევრი.

„ევროპის ნებისმიერ სახელმწიფოსთან უნდა ვისაუბროთ გაგებით, რადგან უკრაინამ გამოავლინა სურვილი, გახდეს ამ ოჯახის ერთ-ერთი წევრი, ევროკავშირის წევრი. ჩვენ ამას ნამდვილად ვიმსახურებთ, ამაში დარწმუნებული ვარ. ეს არ არის მხოლოდ სიტყვები, არ არის მხოლოდ ჩემი რიტორიკა, ან უბრალოდ ჩვენი საზოგადოების სურვილი. ჩვენ ამას ვაჩვენებთ ყოველდღიურად. ჩვენი სახელმწიფო ახლა იძულებულია, დაძლიოს მთელი რიგი პრობლემები. საჭიროა ტექნოლოგიები. ჩვენ არ გვაქვს წვდომა, როგორც ევროპის ყველა ქვეყანას ან ალიანსის ყველა ქვეყანას. ასეთი შესაძლებლობები ჯერ არ გვაქვს, მაგრამ ვფიქრობ, ჩვენ მათზე გავალთ“, – აღნიშნა პრეზიდენტმა.

გარდა ამისა, უკრაინის პრეზიდენტის თქმით, კვლავ მაღალი რჩება იმის ალბათობა, რომ რუსები 8 და 9 მაისს დონეცკის, ლუგანსკის, ოდესისა და ზაპოროჟიეს ოლქებში სარაკეტო დარტყმებს განახორციელებს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა