კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ჩემი ვარაუდით, შემდეგ თვეში ვიხილავთ ევროკომისიის შეხედულებას და მოვისმენთ პირველ გადაწყვეტილებებს-კარლ ჰარცელი

ნახვები: 391 ჩემი ვარაუდით, შემდეგ თვეში ვიხილავთ ევროკომისიის შეხედულებას და მოვისმენთ პირველ გადაწყვეტილებებს-კარლ ჰარცელი

ველოდებით მთავრობის მხრიდან კითხვარის მეორე ნაწილზე პასუხებს, ჩემი ვარაუდით, შემდეგ თვეში ვიხილავთ, როგორც ევროკომისიის შეხედულებას, ასევე მოვისმენთ პირველ გადაწყვეტილებებს, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა განაცხადა.

ელჩის თქმით, კითხვარის მეორე ნაწილზე პასუხები ჯერ არ მიუღია.

„ჩვენ ველოდებით მთავრობის მხრიდან კითხვარის მეორე ნაწილზე პასუხებს. მე ამ ეტაპზე არ მაქვს ინფორმაცია, როდის და როგორ მოხდება კითხვარის მეორე ნაწილის გადმოცემა. ეს კითხვა ალბათ მთავრობის წარმომადგენლებს უნდა დაუსვათ. რაც შეეხება პროცესს, კითხვარის ორივე ნაწილის შევსების შემდეგ, უკვე ევროკომისიას ექნება სამუშაო საკუთარ პოზიციაზე, რომელსაც წარუდგნენ ევროკავშირის წევრ ქვეყნებს ევროკავშირის საბჭოში გადაწყვეტილების მისაღებად. დიდი სიფრთხილით ვსაუბრობ ამ საკითხზე, რადგან ეს ძალიან მნიშვნელოვანი და დელიკატური პროცესია, მაგრამ ჩემი ვარაუდით, უკვე შემდეგ თვეში ვიხილავთ, როგორც ევროკომისიის შეხედულებას, ასევე მოვისმენთ პირველ გადაწყვეტილებებს, რომლებსაც ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები მიიღებენ, რაზეც სპეკულაციებს მოვერიდები“, – განაცხადა ჰარცელმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა