კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

არჩილ თალაკვაძე - საქართველო ვერ გახდება სანქციებისთვის გვერდის ავლის ადგილი

ნახვები: 541 არჩილ თალაკვაძე - საქართველო ვერ გახდება სანქციებისთვის გვერდის ავლის ადგილი

საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი არჩილ თალაკვაძე აცხადებს, რომ საქართველოში ბრიტანეთის ელჩმა მარკ კლეიტონმა სანქციებთან დაკავშირებით ძალიან მნიშვნელოვანი განცხადება გააკეთა.

არჩილ თალაკვაძე მადლობას უხდის მარკ კლეიტონს, რათა ასეთ მნიშვნელოვან საკითხზე ამომწურავი კომენტარი გააკეთა. მისივე თქმით, ბრიტანეთის ელჩმა პირდაპირ თქვა, რომ დიდ ბრიტანეთს არანაირი ინფორმაცია არ გააჩნია და უარყო ის ბრალდებები, რაც უკრაინამ საქართველოს წაუყენა.

„საქართველოს ტერიტორიაზე სანქციებისთვის არავითარი გვერდის ავლა ან რაიმე უკანონო და არასანქცირებული გადაზიდვები არ ხორციელდება. ეს არის არა რომელიმე პოლიტიკოსის ან პარტიის წარმომადგენლის განცხადება, არამედ ეს არის დიდი ბრიტანეთის ელჩის განცხადება, რომელიც თავის სახელმწიფოს წარმოადგენს და ყველა სპეკულაციას პასუხი გაეცა მისი განცხადებით. საქართველო ვერ გახდება სანქციებისთვის გვერდის ავლის ადგილი, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ ბრიტანეთის ელჩმა იგივე განცხადება გააკეთა და დაადასტურა, რომ ასეთი მტკიცებულებები რეალურად არ არსებობს“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ბრიტანეთის ელჩმა განაცხადა: „არ გვაქვს უკრაინის დაზვერვის მსგავსი ინფორმაცია, რომ საქართველოს მთავრობა რუსეთს სანქციების თავიდან აცილებაში ეხმარება“. მისივე შეფასებით, საქართველო თავის როლს ასრულებს დასავლეთის მიერ რუსეთის წინააღმდეგ ამოქმედებული სანქციების უპრეცედენტო პაკეტის დაცვაში.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა