რევაზ ნადარაია ოპოზიციურ პარტიებს: პოლიტიკური განცხადებები გარეთ გააკეთეთ, სასამართლოსთვის მათ ნულის ფასი აქვს
კობახიძე: რუსეთთან ურთიერთობის ახალი ეტაპი არ იწყება, დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე ჩვენი პოზიცია უცვლელია
ანა წითლიძე საკონსტიტუციო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილისა და ლევან ხაბეიშვილის მოწმეებად დაბარებას ითხოვს
ეროვნული ბანკი: ციფრული ლარის საყოველთაო შემოღება უახლოეს წლებში არ იგეგმება, ნაღდი ფული მიმოქცევაში დარჩება
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციური პარტიების მოთხოვნა მოსამართლეთა აცილების შესახებ არ დააკმაყოფილა
ირაკლი კობახიძემ რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად გიორგი ზურაბაშვილი დანიშნა
თენგიზ აბლოთია: პარტიების აკრძალვა – პოლიტიკური გადაწყვეტილება თუ ბიძინას მორიგი შანტაჟი?
ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით

საექსპერტო და ანალიტიკური წრეების წარმომადგენლები პრეზიდენტისგან ვეტოს ითხოვენ

ნახვები: 406 საექსპერტო და ანალიტიკური წრეების წარმომადგენლები პრეზიდენტისგან ვეტოს ითხოვენ

საექსპერტო და ანალიტიკური წრეების წარმომადგენლები საქართველოს პრეზიდენტს მიმართავენ და „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში" პარლამენტის მიერ 29 მარტს შეტანილი ცვლილებებისთვის ვეტოს დადებას მოითხოვენ.

„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში" საქართველოს პარლამენტის მიერ, დაჩქარებული წესით, ფართო საზოგადოებრივი ჩართულობის გარეშე მიღებული ცვლილებები აძლიერებს საზოგადოების შიშს, ხელისუფლების მხრიდან რეპრესიული პოლიტიკის ტენდენციის გაძლიერების მიმართულებით, აღრმავებს პოლარიზაციას და უნდობლობას, კიდევ მეტად აზიანებს საქართველოს საერთაშორისო იმიჯს.

მივმართავთ საქართველოს პრეზიდენტს, გადადგას პასუხისმგებლიანი ნაბიჯი ქვეყანაში გამოხტვის თავისუფლების შეზღუდვის და ავტორიტარული ტენდენციების კიდევ უფრო გაღრმავების თავიდან ასარიდებლად, ვეტო დაადოს აღნიშნულ კანონპროექტს", ნათქვამია მიმართვის ტექსტში, რომელსაც ხელს აწერენ: ხათუნა ლაგაზიძე - ექსპერტი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, დავით კიზირია - ექსპერტი ელექტორნული მმართველობის საკითხებში, ლელა ჯეჯელავა - „ეთნიკურ და კონფესიურ ურთიერთობათა ცენტრის" ხედლმძღვანელი, გოჩა მირცხულავა - საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ურთიერთობათა აკადემიის დირექტორი.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტმა ცვლილებები შეიტანა „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში"და წვრილმან ხულიგნობასა და სამართალდამცავთა მიმართ დაუმორჩილებლობაზე ადმინისტრაციული პატიმრობის გამკაცრების შესახებ მომზადებული საკანონმდებლო ინიციატივა დაამტკიცა.

მმართველი პარტიის გადაწყვეტილების გამო შეშოთება გამოთქვა საქართველოში აშშ-ის საელჩომ. კანონში შეტანილი ცვლილებებზე ვეტოს დადება რიგმა პოლიტიკურმა პარტიებმა და საზოგადოების წარმომადგელებმაც მოითხოვეს

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა