ჯეიმს მაკკლირი - ივანიშვილი და მისი კორუმპირებული მთავრობა დაუყოვნებლივ უნდა დადგნენ გაერთიანებული სამეფოს სანქციების წინაშე
საია - „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ კანონში შესული ცვლილებები „ქართული ოცნების" რეპრესიული პოლიტიკის კიდევ ერთ მაგალითს წარმოადგენს
ქვეითად მოსიარულე პირებისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა მკაცრდება და კანონით დადგენილი ჯარიმები იზრდება
დავით დონდუა საგარეო საქმეთა სამინისტროში რეორგანიზაციაზე - წლების განმავლობაში დაგროვებული ინსტიტუციური მეხსიერება წყალში გადაიყარა
გაანაღდე ფულადი გზავნილი თიბისის ინტერნეტ ან მობაილბანკში და მიიღე შანსი, რომ დასაჩუქრდე
ბაქოში „სპუტნიკი-აზერბაიჯანის“ ოფისის 7 თანამშრომელი დააკავეს
თიბისი კაპიტალმა ყოველთვიური მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა
მარკ კულსი - მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, შეწყვიტოს ოპოზიციის დევნა

ქართველი მებრძოლები ნორმანების წინააღმდეგ სამხრეთ იტალიაში 1156-წელს

30.04.2021 ნახვები: 2578

ქართველთა და დასავლეთ ევროპელთა ურთიერთობების უპირველესი ასპარეზი ცხადია ბიზანტიის იმპერია იყო. როგორც ცნობილია ბიზანტიის იმპერატორები ხშირად იყენებდნენ უცხოელ სამხედრო მოქირავნეებს, რომელთა შორისაც ქართველთა და ნორმანთა რიცხვი საკმაოდ დიდი იყო, რასაც მათ შორის, ბუნებრივია, ხშირად უნდა შეექმნა გადაკვეთის შესაძლებლობები.
1071-წელს იმპერატორმა რომანოზ მეოთხემ ხლათის ასაღებად გაგზავნა ქართული წარმოშობის (Cahen, C. "La campagne de Mantzikert d'après les sources musulmanes", Byzantion 9 (1934), pp. 630-631. The Encyclopaedia of Islam, 1991.243). სარდალი ტარხანეიოტესი (Ταρχανειώτης - სავარუდოდ მომდინარეობს ქართული თარჴანიდან), ნორმანდიელ მოქირავნესა და თავგადასავლების მაძიებელ რასელ ბალიოლთან (Russell Balliol) იგივე Φραγγόπουλος, ანუ ფრანკის ძესთან ერთად.
ქართველები, რომლებიც თავიანთი მაღალი საბრძოლო თვისებებით გამოირჩეოდნენ და უძველესი დროიდან წყაროებში მოიხსენიებოდნენ, როგორც ,,ბრძოლის მოყვარენი", მოგვიანებითაც, ისევე როგორც უფრო ადრეც, მნიშვნელოვან როლს ასრულებდნენ ბიზანტიურ არმიაში, ამ მხრივ გამორჩეულად ყურადსაღებია ბიზანტიელი ისტორიკოსის - იოანე კინამუსის (დაახ.1143-1185) ცნობები. იმპერატორ მანუელ პირველის კარზე.
მას გრამატიკოსის თანამდებობა ეჭირა და უამრავი მნიშვნელოვანი ისტორიული მოვლენის უშუალო თვითმხილველი იყო, მისი ისტორია მოგვითხრობს 1118-1176-წლების მოვლენების შესახებ.
ნორმანთა მეფე როჯერ მეორის სიკვდილის შემდეგ, 1154-წელს, როდესაც ტახტზე მისი ვაჟი უილიამ პირველი ავიდა, მანუელ პირველმა ჩათვალა, რომ ხელსაყრელი დრო დადგა, იტალიაზე ბიზანტიის გავლენის აღსადგენად და ბიზანტიელ მებრძოლებთან ერთად. გერმანელი, ალანი და იბერი მოქირავნეების თანხლებით გაემართა იტალიისაკენ. მთლიანობაში ეს სამხედრო კამპანია წარუმატებელი აღმოჩნდა, თუმცა თავდაპირველად იგი ბიზანტიელთათვის იმედისმომცემად წარიმართა.
საკუთრივ იბერებს კინამუსი სამხრეთ იტალიური ქალაქის - ბრინდიზიუმის ალყის აღწერისას იხსენიებს, 1156-წლის მოვლენებისას, იგი გადმოგვცემს: იოანიკე კრიტოპოლესი და ფერამესი, სპარსული მოდგმისა, იბერებთან და მასაგეტებთან (ალანებთან) ერთად წარგზავნილ იქნა შეტევისათვის, და როგორც კი მიუახლოვდნენ მტერს, რომელსაც ჰქონდა ბანაკი დაცემული ორმოცდახუთი სტადიონის მოშორებით, ეკვეთნენ მათ, როცა უკან იხევდნენ მახლობელი ადგილებიდან, დახოცეს მრავალი უკანამავალთაგან, დაატყვევეს ბევრი სატვირთო ცხენი და დაბრუნდნენ ბრინდიზიუმში მათი ალმების ხელში ჩაგდების შემდეგ. (Sources on the Alans - A Critical Compilation, Agusti Alemany , 2000, 220-221).
ამდენად, როგორც ბიზანტიელი ისტორიკოსის ცნობებით ირკვევა, ქართველებმა ნორმანების დამარცხება არამხოლოდ საქართველოში, სასირეთის ბრძოლაში შეძლეს, არამედ ბრინდიზიუმშიც, საკუთრივ ევროპის კონტინენტზეც, ამ შეტაკებაში ქართველებმა ალანებთან ერთად დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვეს, ხელთ მტრის აღალი და მათი ალმებიც კი იგდეს.
მნიშვნელოვანია, რომ ეუსტათიუსის გადმოცემით ალანები და იბერები ბიზანტიელთა მხარეს, ნორმანთა წინააღმდეგ იბრძოდნენ 1185-წელს თესალონიკის ალყის დროსაც.
მაღალი ბრძოლის უნარიანობის გამო ქართველი მოქირავნეებზე იმპერიაში მუდამ არსებობდა მოთხოვნა, ამ მხრივ ნიშანდობლივია დიდი ბერძენი ფილოსოფოსის, მიქაელ პსელოსის მოხდენილი შენიშნვა, რომელიც სხვათა შორის ქართველთა საინტერესო ფსიქოლოგიურ პორტრეტსაც ხატავს:
„ეს ხალხი სიმაღლით მეათე ფუტამდეა აზიდული, წარბები კი ქედმაღლობით აქვთ აჭიმული.... მე ვგულისხმობ უმამაცესად მებრძოლ იბერიელებს, ყველას ახლახანს ამოსვლოდა წვერი და თვით გაფურჩქნილ ყვავილს ჰგავდნენ, მაღალი ტანისა იყვნენ და თანაზომიერნი, თითქოს კანონის მიხედვით, მარჯვენაში მახვილი ეპყრათ და შემართულნი იყვნენ უძლეველნი"
გასაოცარია, რომ ქედმაღალ ელინ ფილოსოფოს პსელოსს ქართველთა ქედმაღლობა უკვირს.
აღსაღნიშნავია, რომ დატყვევებულმა ქართველმა რაინდმა, შალვა ახალციხელმა, სწორედ ასეთი შთაბეჭდილება დატოვა ჯალალ ედ დინზეც, რომელსაც უთქვამს, რომ ეს კაცი ადის ტომელსა ჰგავსო, მუსლიმური გადმოცემით ადის ტომელები მშვენიერი, მამაცი, მაგრამ ამპარტავანი ხალხი იყო.

ავტორი: მკვლევარი ბექა ჭიჭინაძე

 

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა