Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg
Ukraine`s capitulation would amount to the capitulation of us all, Merz says

ამორალურია, სისტემის ავტორი, რომელშიც პატიმრებს კლავდნენ და აუპატიურებდნენ, სამკურნალოდ გადაყვანაზე პირობებს აყენებს - მამუკა მდინარაძე

ნახვები: 484 ამორალურია, სისტემის ავტორი, რომელშიც პატიმრებს კლავდნენ და აუპატიურებდნენ, სამკურნალოდ გადაყვანაზე პირობებს აყენებს - მამუკა მდინარაძე

ამორალურია, სისტემის ავტორი, რომელშიც პატიმრებს კლავდნენ და აუპატიურებდნენ, სამკურნალოდ გადაყვანაზე პირობებს აყენებს, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მდინარაძის თქმით, სააკაშვილის პერიოდში პატიმარი მოთხოვნას არათუ აყენებდა, ზედმეტი სიტყვაც შეიძლება, სიცოცხლის ფასად დასჯდომოდა.

„ერთი სიტყვით რომ შევაფასო, ამორალურია განსაკუთრებით იმ ადამიანისგან, რომელიც ედგა იმ სისტემას სათავეში, რომელი სისტემის პირობებშიც სიცოცხლის უფლება ჰქონდათ ადამიანებსა და პატიმრებს წართმეული. ყველას ძალიან კარგად გახსოვთ ის პერიოდი, როცა პატიმარი მოთხოვნას არათუ აყენებდა, ზედმეტი სიტყვაც შეიძლება, სიცოცხლის ფასად დასჯდომოდა.

ამ სისტემის ავტორი, კლინიკაში მისთვის მკურნალობის გაწევის მიზნით გადაყვანას რომ სთავაზობენ, იქიდან პირობებს აყენებს. ყველას გვავიწყდება ამაზე მსჯელობის დროს, რომ მისი ავტორობით ამ ქვეყანაში პატიმრებს კლავდნენ, აუპატიურებდნენ, გონების დაკარგვამდე სცემდნენ და ამის ავტორი ახლა პირობებს აყენებს, თუ გინდათ, რომ ვიმკურნალო, მოდი, ეს პირობები შემისრულეთო. ამორალურია“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა