კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ნიკოლ ფაშინიანი - გადაწყვეტილი გვაქვს, გავხსნათ მშვიდობიანი განვითარების ეპოქა ჩვენი ქვეყნისა და რეგიონისთვის

ნახვები: 588 ნიკოლ ფაშინიანი - გადაწყვეტილი გვაქვს, გავხსნათ მშვიდობიანი განვითარების ეპოქა ჩვენი ქვეყნისა და რეგიონისთვის

ჩვენ გადაწყვეტილი გვაქვს, რომ გავხსნათ მშვიდობიანი განვითარების ეპოქა ჩვენი ქვეყნისა და ჩვენი რეგიონისთვის. ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა ნიდერლანდელ კოლეგა მარკ რუტესთან ჰააგაში გამართული შეხვედრისას განაცხადა.

ფაშინიანის თქმით, ნიდერლანდელ კოლეგასთან ასევე განიხილა სომხეთ-თურქეთის და სომხეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობებში მიმდინარე პროცესები.

„უნდა განვაცხადო, რომ 2021 წელს ძალაში შევიდა სომხეთ-ევროკავშირის ყოვლისმომცველი გაფართოებული პარტნიორობის შეთანხმება, რომელიც ფაქტობრივად, ერთობლივი დემოკრატიული რეფორმების დღის წესრიგია. ჩვენ გადაწყვეტილი გვაქვს ამ პროგრამის სრულყოფილად განხორციელება, ჩვენ გადავწყვიტეთ გავხსნათ მშვიდობიანი განვითარების ეპოქა ჩვენი ქვეყნისთვის და ჩვენი რეგიონისთვის. ჩვენ ასევე ვისაუბრეთ სომხეთ-თურქეთის და სომხეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობებში მიმდინარე პროცესებზე და მოხარული ვარ იმის თქმით, რომ ჩვენ გვაქვს საერთო გაგება ამ პროცესების თაობაზე, საერთო გაგება იმაზე, რომ სამშვიდობო დღის წესრიგი ნამდვილად უნდა განხორციელდეს. მაგრამ ჩვენ ყველამ ვიცით, რომ ეს საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერის გარეშე შეუძლებელია და მოხარული ვართ, რომ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს ესმით ჩვენი დღის წესრიგი“, – განაცხადა ფაშინიანმა ნიდერნალდელ კოლეგასთან შეხვედრისას.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა