კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ლუჰანსკის ფრონტის გასწვრივ დაბომბვა გაძლიერდა-ჰაიდაი

ნახვები: 454 ლუჰანსკის ფრონტის გასწვრივ დაბომბვა გაძლიერდა-ჰაიდაი

ლუჰანსკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, სერჰი ჰაიდაის თქმით, ლუჰანსკის ფრონტის ხაზზე ვითარება მნიშვნელოვნად გაუარესდა.

"მტერმა მთლიანად გაანადგურა ლუჰანსკის დატყვევებული დასახლებები. ლუჰანსკის ფრონტის გასწვრივ დაბომბვა გაძლიერდა,” - განაცხადა ჰაიდაიმ.

ჰაიდაიმ ისაუბრა მძიმე ბრძოლებზე სევეროდონეცკის ირგვლივ, მათ შორის ბელოგორივკაში, კომიშუვახასა და სევეროდონეცკის გარეუბნებში, სადაც სიტუაცია მნიშვნელოვნადაა გაუარესებული.

"ბელოგორივკაში მდებარე უკრაინული შენაერთები ახლა რუსეთის შემოჭრას აკავებენ, ჩვენმა დამცველებმა ორჯერ გაანადგურეს პონტონური გადასასვლელები და რუსების ქმედებედიდან გამომდინარე, მესამედაც იგივე იქნება,” - თქვა ლუჰანსკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა.

ჰაიდაის არაფერი უთქვამს იმის შესახებ გადაეცა თუ არა ამ მხარეში რომელიმე ქალაქი ან სოფელი რუსებს. მისი თქმით, რუსები ტაქტიკას არ ცვლიან და ქალაქების განადგურებას აგრძელებენ.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულმა სამხედრო ძალებმა ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე დახოცეს. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად კი 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა