კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

საქართველოს აქვს უნიკალური ინსტრუმენტების სპექტრი, რომ მიაღწიოს წინსვლას ნატო-ში-ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელი

ნახვები: 443 საქართველოს აქვს უნიკალური ინსტრუმენტების სპექტრი, რომ მიაღწიოს წინსვლას ნატო-ში-ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელი

საქართველო ძალიან ღირებული პარტნიორია, ის არის გაძლიერებული შესაძლებლობების პარტნიორი, კლუბის წევრი, რაც გულისხმობს პარტნიორების შერჩეულ რაოდენობას, რომელთაც მეტი წვდომა აქვთ ნატო-სთან პრაქტიკულ თანამშრომლობაზე, – ამის შესახებ ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელმა, ალექსანდრე ვინიკოვმა განაცხადა.

ვინიკოვის თქმით, საქართველოსგან ნატო-სგან უნიკალური ინსტრუმენტების სპექტრი აქვს, რომ წარმატებას მიაღწიოს ნატო-სკენ მიმავალ გზაზე.

„საქართველოს ასევე აქვს უნიკალური პაკეტი სახელწოდებით „საქართველოს არსებითი პაკეტი“, რომელიც არც ერთ სხვა პარტნიორს არ აქვს ნატო-სთან, ის ყოველდღიურ დახმარებას უწევს ქვეყანას საქართველოში მყოფი მრჩევლების მეშვეობით, ასევე იმ მრჩევლების მეშვეობით, რომლებიც რეგულარულად სტუმრობენ საქართველოს, რათა დაეხმარონ თავდაცვის სამინისტროს, შინაგან საქმეთა სამინისტროს, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს ოფისისა და სხვა ინსტიტუტების რეფორმირებაში. გარდა ამისა, ადგილზე გვაქვს ნატო-ს სამეკავშირეო ოფისი, რომელიც მხარს უჭერს პოლიტიკურ დიალოგს და პრაქტიკული შესაძლებლობების განვითარების თანამშრომლობას. ასე რომ საქართველოს აქვს უნიკალური ინსტრუმენტების სპექტრი ნატო-სთან, რათა მიაღწიოს წინსვლას ნატო-ში გაწევრიანების გზაზე და ასევე იმ პროცესში, რომ გაძლიერდეს და უკეთ შეძლოს საკუთარი თავის დაცვა“, – განაცხადა ვინიკოვმა.

ამასთან, ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელის განცხადებით, ალიანსი ღია კარის პოლიტიკაზე უარს არ იტყვის.

ვინიკოვი აცხადებს, რომ საქართველოს სჭირდება რეფორმების გაგრძელება მეტი პროგრესის მისაღწევად.

„ვფიქრობ, რუსეთის ამ კრიზისმა, რომელიც უკრაინაში რუსული შეჭრითაა გამოწვეული, ძალიან ნათლად აჩვენა, რომ ნატო არ წავა კომპრომისზე ძირითად პრინციპებზე და ერთ-ერთი მთავარი პრინციპი არის ღია კარის პოლიტიკა. ეს არის ჩვენს დამფუძნებელ ხელშეკრულებაში ნათქვამი და 2008 წელს, ბუქარესტის სამიტმა მართლაც გადაწყვიტა, რომ საქართველო გახდება ნატო-ს წევრი. ამ მიზნისკენ პროგრესის მისაღწევად საქართველოს სჭირდება ევროატლანტიკური რეფორმების გაგრძელება და დაჩქარება. ალიანსი ელის საქართველოსგან, რომ დააჩქარებს ამ რეფორმების განხორციელებას, განსაკუთრებით ისეთ სფეროებში, როგორიცაა, სასამართლო, საარჩევნო და ზედამხედველობა, ზედამხედველობა უსაფრთხოების სექტორის. ეს არის, რაზეც საქართველომ მთავრობის, პარლამენტის, სამოქალაქო საზოგადოების მეშვეობით შეიძლება, გააერთიანოს ძალები და ერთად იმუშაონ, რადგან ეს გააძლიერებს მას, ასევე უფრო მომზადებულს გახდის ნატო-ში საბოლოოდ გაწევრიანებისთვის“, – განაცხადა ვინიკოვმა.

 

 
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა