კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ნაციონალური მოძრაობა“ უკვე დაშლილია, უბრალოდ, ჯერ არ იციან-იაგო ხვიჩია

ნახვები: 463 ნაციონალური მოძრაობა“ უკვე დაშლილია, უბრალოდ, ჯერ არ იციან-იაგო ხვიჩია

მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებული ყველა სასამართლო დავა რაც შეიძლება სწრაფად უნდა დასრულდეს, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

მისივე თქმით, სააკაშვილის ადვოკატებმა დროის გაყვანის ნაცვლად, სააკაშვილის მიერ საზღვრის გადაკვეთა უნდა აღიარონ, რადგან ხვიჩიას განცხადებით, ეს მაინც ყველასთვის ცნობილი ფაქტია და საქმე უნდა დასრულდეს.

„იმის შემდეგ, რაც სასამართლო განაჩენები კანონიერ ძალაში შევა, უნდა მოხდეს მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში ექსტრადირება. ეს ძალიან გამართული გზაა, უბრალოდ შუაში საჭიროა „ნაციონალური მოძრაობის“ დაშლა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ძალიან რთული იქნება, რომ „ქართულმა ოცნებამ“ საკითხი საკუთარ ამომრჩეველს აუხსნას. „ნაციონალური მოძრაობა“ უკვე დაშლილია, უბრალოდ, მათ ეს ჯერ არ იციან და ეს დოკუმენტურად გაფორმებული არ არის.

როცა ჩვენ თავიდანვე ვამბობდით იმას, რომ საჭირო იყო მიხეილ სააკაშვილის სამკურნალოდ უცხოეთში გადაყვანა, ირონიულად გვიყურებდნენ, ახლა კი, აღნიშნული მოთხოვნით თავად გზას კეტავენ. არსებულის აღიარება არის მიხეილ სააკაშვილის პატიმრობიდან გათავისუფლების ყველაზე მოკლე გზა. არსებული სიტუაციით რისკავს ყველა, მათ შორის რისკავს მიხეილ სააკაშვილი საკუთარი ჯანმრთელობითა და თავისუფლებით, ასევე რისკავს „ქართული ოცნება“ იმ თვალსაზრისით, რომ არავინ იცის, რა მოხდება, რადგან შექმნილ რეალობაში სააკაშვილი შეიძლება, მართლაც მძიმედ გახდეს“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

 
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა