თენგიზ აბლოთია: ღარიბაშვილის ბრალდებების მიუხედავად, ივანიშვილი კობახიძეს არ მოიშორებს — მისთვის ასეთი მეორე შემსრულებელი არ არსებობს
Air defenses down 135 drones used by Russia to attack Ukraine overnight
War update: 215 clashes on front line over past day, Pokrovsk and Kostiantynivka sectors hottes
Injury toll in Russian strike on Odesa rises to 17
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,320 over past day
Erdogan after meeting Putin: Türkiye ready to do everything possible for peace
Trump names condition for meeting Putin “immediately”
Russian sabotage groups show no significant activity along border — spox Demchenko

მინდა, ჩვენი ემიგრანტები საქართველოში ჩამოვიდნენ, ცხოვრების ღირსეული პირობები ჰქონდეთ და აქ იღებდნენ არჩევნებში მონაწილეობას-ლევან იოსელიანი

ნახვები: 354 მინდა, ჩვენი ემიგრანტები საქართველოში ჩამოვიდნენ, ცხოვრების ღირსეული პირობები ჰქონდეთ და აქ იღებდნენ არჩევნებში მონაწილეობას-ლევან იოსელიანი

მოლდოვის მოდელი რაში მდგომარეობს, არ ვიცი, მაგრამ მინდა, ჩვენი ემიგრანტები საქართველოში ჩამოვიდნენ, ცხოვრების ღირსეული პირობები ჰქონდეთ და აქ იღებდნენ არჩევნებში მონაწილეობას, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ლევან იოსელიანმა განაცხადა.

 

იოსელიანი გამოეხმაურა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიას განცხადებას, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად მუშაობს, რათა საქართველოში მოლდოვის არჩევნების მოდელი დაინერგოს.

 

როგორც ლევან იოსელიანმა განაცხადა, ოპოზიცია თუ საინტერესო შეთავაზებას გააკეთებს, ქვეყანაში საკმარისი რესურსი არსებობს, რომ მოქალაქეების მხარდაჭერა მოიპოვოს.

 

„ვისურვებდი, რომ ოპოზიციას იმ სცენარზე გვესაუბრა, ჩვენი ემიგრანტები როგორ დავაბრუნოთ საქართველოში და როგორ შევუქმნათ პირობები, რადგან ხალხის უმრავლესობა წასულია გაჭირვების გამო. იქ დღე და ღამე შრომობენ და აქ ოჯახებს ინახავენ. სხვა მხრივ, მათ შესაძლებლობა ისედაც აქვთ, არჩევნებში მონაწილეობა მიიღონ. მონაწილეობას რატომ არ იღებენ? რადგან არალეგალურად იმყოფებიან, ამის შესაბამისი პირობები არ აქვთ. არ ვიცი, მოლდოვის მოდელი რაში მდგომარეობს, მაგრამ მინდა, ჩვენი ემიგრანტები საქართველოში ჩამოვიდნენ, ცხოვრების ღირსეული პირობები ჰქონდეთ და აქ იღებდნენ არჩევნებში მონაწილეობას. თუ ოპოზიცია საინტერესო შეთავაზებას გააკეთებს, ქვეყანაში საკმარისი რესურსი არსებობს, რომ მოქალაქეების მხარდაჭერა მოიპოვოს. პრობლემა ისაა, რომ ასეთი შეთავაზების დეფიციატია ყველა მიმართულებით და განუწყვეტლივ არის საუბარი მხოლოდ ერთი პოლიტიკოსისა და ერთი პარტიის გარშემო. საბოლოო ჯამში, ეს პოლარიზაცია და ამაზე ხელისუფლების პასუხები ისეთ გარემოს ქმნის, სადაც ყველა ფლუსტრირებულია და არავის იმედი აღარ აქვს. ბევრი რამეა დამოკიდებული პოლიტიკოსებზე, რას ვთავაზობთ ამომრჩეველს. ამომრჩეველი უკვე მარტივად ხმას აღარ გაძლევს, მას აინტერესებს, რას გააკეთებ მისთვის, როცა საკრებულოში ან პარლამენტში შეხვალ“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა