კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ფინეთისა და რუსეთის პრეზიდენტებს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა

ნახვები: 472 ფინეთისა და რუსეთის პრეზიდენტებს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა

ფინეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინს უთხრა, რომ ჰელსინკი ნატო-ში გაწევრიანებას მომდევნო დღეებში შეეცდება, – ამის შესახებ ინფორმაციას ფინეთის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

გავრცელებული ცნობით, საული ნიინისტოს და ვლადიმერ პუტინს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა. ფინეთის პრეზიდენტმა რუსეთის პრეზიდენტთან საუბარში თქვა, რომ 2022 წლის თებერვალში რუსეთის მასშტაბურმა შეჭრამ უკრაინაში ფინეთის უსაფრთხოების გარემო შეცვალა.

საული ნიინისტომ ვლადიმერ პუტინს უთხრა, რომ ყოველი დამოუკიდებელი ქვეყანა თავის უსაფრთხოებას აძლიერებს, ნატო-ში გაწევრიანებით კი ფინეთი აძლიერებს საკუთარ უსაფრთხოებას და იღებს თავის პასუხისმგებლობას.

პრეზიდენტების საუბარზე განცხადებას ავრცელებს კრემლიც. რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ ნიინისტოსა და პუტინს ჰქონდათ „აზრების გულწრფელი გაცვლა“, რომლის დროსაც პუტინმა აღნიშნა, რომ სამხედრო ნეიტრალიტეტის ტრადიციული პოლიტიკის მიტოვება შეცდომა იქნებოდა, რადგან მისი თქმით, ფინეთის უსაფრთხოებას საფრთხე არ ემუქრება.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა