კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

მოპედებით გადაადგილებისთვის მძღოლებს მართვის მოწმობები დასჭირდებათ

ნახვები: 211 მოპედებით გადაადგილებისთვის მძღოლებს მართვის მოწმობები დასჭირდებათ

მოპედებით გადაადგილებისთვის მძღოლებს მართვის მოწმობები დასჭირდებათ, ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, მოპედების რეგისტრაცია სავალდებულო გახდება.

„ამაზე ვმუშაობთ. გეთანხმებით, რომ მძიმე და მტკივნეული თემაა ქალაქში მოპედებით გადაადგილება. მთავარი პრობლემა არის ის, რომ ვერ ხდება მათი გადაადგილების კონტროლი ვიდეოკამერებით, ვერ ვაჯარიმებთ, აქედან გამომდინარე, თავისუფლად დადიან და სამწუხაროდ, ხშირია ავტოსაგზაო შემთხვევები. მალე მოხდება დარეგისტრირება მოპედების და აქედან გამომდინარე, მათაც ექნებათ მართვის მოწმობები ასაღები. მოპედებით გარდაცვალება ნაკლებია. მძლავრ მოტოციკლეტებზე, რომელსაც A კატეგორიის მართვის მოწმობა სჭირდება, უფრო ხშირი შემთხვევებია.როგორც მახსოვს, კანონპროექტი ორი მოსმენით გატანილია პარლამენტში და მალე დავარეგისტრირებთ", - განაცხადა გომელაურმა.

ცნობისთვის, შსს მოპედების რეგისტრაციას და მათი მართვის გარკვეულ რეგულაციებში მოქცევას 2019 წლიდან გეგმავს. უწყების ინიციატივა იყო, რომ აღერიცხა მოპედები და ისინი კატეგორიებად დაეყო. რეგულაციებს უნდა დაქვემდებარებოდა იმ მოპედების მართვა, რომლის სიმძლავრეც მოტოციკლს უტოლდება.

 

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა