Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg
Ukraine`s capitulation would amount to the capitulation of us all, Merz says

ბოგდან აურესკუ - რუმინეთი მიიჩნევს, რომ საქართველო არის ალიანსის დე ფაქტო წევრი

ნახვები: 649 ბოგდან აურესკუ - რუმინეთი მიიჩნევს, რომ საქართველო არის ალიანსის დე ფაქტო წევრი

განვიხილავთ საკითხებს უკრაინის შემდგომი მხარდაჭერისთვის, რუმინეთი ჩართულია, მრავალგანზომილებიანი ქმედებებით დაეხმაროს უკრაინას თავდაცვასა და ლტოლვილების საკითხის მოგვარებაში, – ამის შესახებ რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ბოგდან აურესკუმ ბერლინში, ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტერიალის დაწყებამდე საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მისივე თქმით, ასევე, უნდა განიხილონ, როგორ დაუჭირონ მხარი პოლიტიკურად და სხვა გზებით სხვა პარტნიორებს, როგორიცაა საქართველო და მოლდოვა.

„განვიხილავთ საკითხებს უკრაინის შემდგომი მხარდაჭერისთვის, რუმინეთი ჩართულია, მრავალგანზომილებიანი ქმედებებით დაეხმაროს უკრაინას თავდაცვასა და ლტოლვილების საკითხის მოგვარებაში. ასევე, მხარს ვუჭერთ უკრაინის ეკონომიკას, ვცდილობთ, ხელი შევუწყოთ უკრაინის პროდუქციის, მათ შორის მარცვლეულის გატანას შავ ზღვაზე და მდინარე დუნაიზე ჩვენი პორტების საშუალებით. ასევე, უნდა განვიხილოთ, როგორ დავუჭიროთ მხარი პოლიტიკურად და სხვა გზებით ჩვენს სხვა პარტნიორებს, როგორიცაა საქართველო და მოლდოვა, რომლებიც ასევე არიან ზეწოლის ქვეშ ომის შედეგების გამო, რომელიც რუსეთმა წამოიწყო უკრაინაში“, – განაცხადა ბოგდან აურესკუმ.

ამასთან, ბოგდან აურესკუს განმარტებით, რუმინეთი ყოველთვის უჭერდა მხარს საქართველოს ევროატლანტიკურ პერსპექტივებს.

„ვერ ვისაუბრებ ყველა ჩემი კოლეგის სახელით, მაგრამ რუმინეთის მხრიდან ვიტყვი, რომ ჩვენ ყოველთვის ვუჭერდით მხარს საქართველოს ევროატლანტიკურ პერსპექტივებს, ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს გაწევრიანებას ევროკავშირში. ასე რომ, რუმინეთი მიიჩნევს, რომ საქართველო არის ალიანსის დე ფაქტო წევრი, რომელიც დიდ მხარდაჭერას უწევს ალიანსს მისიებში, ალიანსის შიგნით სერიოზულად უნდა განვიხილოთ, რა სახის შემდგომი მხარდაჭერა შეგვიძლია შევთავაზოთ საქართველოს, რათა გაზარდოს საკუთარი მედეგობა, რადგან მედეგობა მნიშვნელოვანია. მედეგობას მნიშვნელოვანი როლი უჭირავს ახალ სტრატეგიულ კონცეპტში, არა მხოლოდ მოკავშირეებისა და ალიანსისთვის, არამედ ეხება ჩვენს პარტნიორებსაც“, – განაცხადა ბოგდან აურესკუმ.

1tv.ge

 

 
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა