საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტანი გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
ხვიჩა კვარაცხელია მძიმე ტრავმის შემდეგ: უფრო ძლიერი უნდა დავბრუნდე ჩემი ხალხისთვის, რომელიც ყოველთვის ჩემს გვერდითაა
გოჩა მირცხულავა - რა გადაწყვეტილებებისთვის მზადდება პოლიტიკური გარემო?
რევაზ ნადარაია ოპოზიციურ პარტიებს: პოლიტიკური განცხადებები გარეთ გააკეთეთ, სასამართლოსთვის მათ ნულის ფასი აქვს
კობახიძე: რუსეთთან ურთიერთობის ახალი ეტაპი არ იწყება, დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე ჩვენი პოზიცია უცვლელია
ანა წითლიძე საკონსტიტუციო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილისა და ლევან ხაბეიშვილის მოწმეებად დაბარებას ითხოვს
ეროვნული ბანკი: ციფრული ლარის საყოველთაო შემოღება უახლოეს წლებში არ იგეგმება, ნაღდი ფული მიმოქცევაში დარჩება
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციური პარტიების მოთხოვნა მოსამართლეთა აცილების შესახებ არ დააკმაყოფილა

სასამართლომ „რუსთავი 2“-ის საქმეზე ნიკა გვარამიას სამი წლისა და ექვსი თვის ვადით პატიმრობა მიუსაჯა, კახაბერ დამენიას 50 000 ლარის ჯარიმა დააკისრა, ზურაბ იაშვილი კი გაამართლა

ნახვები: 412 სასამართლომ „რუსთავი 2“-ის საქმეზე ნიკა გვარამიას სამი წლისა და ექვსი თვის ვადით პატიმრობა მიუსაჯა, კახაბერ დამენიას 50 000 ლარის ჯარიმა დააკისრა, ზურაბ იაშვილი კი გაამართლა

თბილისის საქალაქო სასამართლომ „რუსთავი 2“-ის საქმეზე ნიკა გვარამიას, კახა დამენიასა და ზურაბ იაშვილის ბრალდების საქმეზე გადაწყვეტილება გამოაცხადა.

მოსამართლის გადაწყვეტილებით, ნიკა გვარამიას სამი წლისა და ექვსი თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ის სასამართლო დარბაზშივე დააკავეს. მოსამართლემ ნიკა გვარამიას მიმართ წარდგენილი ბრალდებები სსკ-ის 220-ე მუხლით (უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება) გადაკვალიფიცირა და ორ ეპიზოდში ცნო დამნაშავედ.

რაც შეეხება კახაბერ დამენიას, მის მიმართ წარდგენილი ბრალდება ასევე გადაკვალიფიცირდა სსკ-ის 220-ე მუხლით (უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება) და ცნობილ იქნა დამნაშავედ. დამენიას ჯარიმის სახით 50 000 ათასი ლარის გადახდა დაეკისრა.

სასამართლოს გადაწყვეტილებით, ზურაბ იაშვილი წარდგენილ ბრალდებებში გამართლდა. გაუქმდა მის მიმართ გირაო. ასევე, მოიხსნა ქონებაზე დადებული ყადაღა.

გადაწყვეტილება მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.

პროკურატურამ „რუსთავი 2“-ის საქმეზე ნიკა გვარამიას, ასევე „რუსთავი 2“-ის ყოფილ ფინანსურ დირექტორ კახა დამენიასა და „ინტერ მედია პლიუსის“ დირექტორ ზურაბ იაშვილს ბრალი 2020 წლის 6 სექტემბერს წაუყენა. გამოძიება ნიკა გვარამიას „რუსთავი 2“-ის ქონების გაფლანგვას, უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციასა და სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ედავებოდა. „რუსთავი-2“-ის ყოფილ ფინანსურ დირექტორს, კახა დამენიას კი ტელეკომპანიის ქონებრივი უფლების მართლსაწინააღმდეგო გაფლანგვა ედებოდა ბრალად. რაც შეეხება ზურაბ იაშვილს, მას კომერციულ მოსყიდვასა და ყალბი დოკუმენტების დამზადებას ედავებოდნენ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა