კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

სააკაშვილისა და გვარამიას ციხიდან გათავისუფლების უმოკლესი გზა „ნაციონალური მოძრაობის“ დაშლაა-იაგო ხვიჩია

ნახვები: 505 სააკაშვილისა და გვარამიას ციხიდან გათავისუფლების უმოკლესი გზა „ნაციონალური მოძრაობის“ დაშლაა-იაგო ხვიჩია

გვარამიას დაკავების მიზეზი არც გაფლანგვა და არც მანქანის ტარება არ არის, ეს არის პოლიტიკური ბრძოლის ნაწილი, სადაც გამარჯვებული ერთ-ერთი მხარე დამარცხებულ მხარეს ატყუებს, ასე გავაგრძელებთ დიდი ხანი, თუ ბრძოლა არ დასრულდება, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

მისივე თქმით, უნდა დამთავრდეს ერთმანეთის დაჭერა, ციხეში ჩასმა, ლანძღვა-გინება და აღნიშნა, რომ სააკაშვილისა და გვარამიას ციხიდან გათავისუფლების უმოკლესი გზა „ნაციონალური მოძრაობის“ დაშლაა.

„ხალხი სამსახურებრივი მანქანის პირადი მიზნებით გამოყენებაზე რომ დაიჭიროთ, მაშინ პარლამენტის ყველა კომიტეტის თავმჯდომარე, ვიცე-სპიკერები და ასევე საჯარო სამსახურში ვისაც მანქანა ემსახურება, ყველა დასაჭერია. მიუხედავად იმისა, რომ სამსახურებრივი მანქანა არასოდეს მყოლია, ვისაც ჰყავდა, მათ დავკვირვებივარ და ისინი მანქანას პირადი მიზნებისთვის იყენებდნენ. ეს ჩვეულებრივი აპრობირებული ამბავია არათუ კერძო დაწესებულებაში, არამედ საჯარო სამსახურშიც და ამის გამო ადამიანის დაჭერა ძალიან საშიშ პრეცედენტს ქმნის თავად „ქართული ოცნებისთვის“.

რაც შეეხება გვარამიას დაკავების მიზეზს, მგონი, არც გაფლანგვა და არც მანქანის ტარება არ არის, ეს არის პოლიტიკური ბრძოლის ნაწილი, სადაც ამ ბრძოლაში გამარჯვებული ერთ-ერთი მხარე დამარცხებულ მხარეს ატყუებს და ასე გავაგრძელებთ დიდი ხანი, თუ ეს ბრძოლა არ დასრულდება. ამით მთელი ქვეყნის ინტერესები ზიანდება. ბრძოლაში მაშინ ვართ, როცა საბრძოლო არაფერი გვჭირს და ერთი შეხედვით, თითქოს მტერი ქვეყნის შიგნით არ გვყავს. ამ რეალობაში ერთმანეთის დაჭერა, ციხეში ჩასმა, ერთმანეთის ლანძღვა-გინება უნდა დამთავრდეს. ამის დამთავრების ყველაზე მარტივი გზა, რომელიც ამავე დროს არის სააკაშვილისა და გვარამიას ციხიდან გათავისუფლების უმოკლესი გზა, „ნაციონალური მოძრაობის“ დაშლაა“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა