კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ირაკლი შოთაძე კიბერდანაშაულის სფეროში აშშ-ის მართლმსაჯულების დეპარტამენტის ექსპერტებს შეხვდა

ნახვები: 460 ირაკლი შოთაძე კიბერდანაშაულის სფეროში აშშ-ის მართლმსაჯულების დეპარტამენტის ექსპერტებს შეხვდა

საქართველოს გენერალური პროკურორი, ირაკლი შოთაძე კიბერდანაშაულის სფეროში აშშ-ის მართლმსაჯულების დეპარტამენტის ექსპერტებს შეხვდა. ინფორმაციას პროკურატურის პრესსამსახური ავრცელებს.

უწყების ცნობით, გენერალურ პროკურატურაში გამართულ შეხვედრას, გენერალური პროკურორის მოადგილეები, პროკურატურის წარმომადგენლები,  საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მრჩეველი ლენა ოუენსი, კიბერდანაშაულის გამოძიების სფეროში  ექსპერტები ენდრიუ ჟიგიელსკი,  კრისტოფერ ვონგსი, ტომ დოგჰერტსი და ნიქჰილ ბჰაგატსი ესწრებოდნენ. მხარეებმა  კიბერდანაშაულთან ბრძოლის ეფექტიანობის გაუმჯობესების მიმართულებით დაგეგმილ ღონისძიებებზე ისაუბრეს, მათ შორის, კრიპტოვალუტის  დანაშაულებთან დაკავშირებული ოთხდღიანი ტრენინგის შესახებ, რომელიც აშშ-ის მართლმსაჯულების დეპარტამენტის მხარდაჭერით საქართველოს გენერალურ პროკურატურაში 17-20 მაისს ჩატარდება.

კიბერდანაშაულთან ბრძოლის ეფექტიანობის გაზრდის მიზნით, საქართველოს პროკურატურის და აშშ-ის მართლმსაჯულების დეპარტამენტის თანამშრომლობით, მომავალშიც არაერთი მნიშვნელოვანი სასწავლო ღონისძიება იგეგმება.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა