კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

დარწმუნებული ვარ, საქართველოს ტურისტული ნაკადების დიდი ზრდა იქნება-ITB Berlin-ის გამოფენის დირექტორი

ნახვები: 546 დარწმუნებული ვარ, საქართველოს ტურისტული ნაკადების დიდი ზრდა იქნება-ITB Berlin-ის გამოფენის დირექტორი

დარწმუნებული ვარ, საქართველოს ტურისტული ნაკადების დიდი ზრდა იქნება, რადგან ბერლინის გამოფენის ყველა მასპინძელს მნიშვნელოვანი მატება ჰქონდა, – ამის შესახებ ITB Berlin-ის გამოფენის დირექტორმა დევიდ რუცმა განაცხადა.

მისივე თქმით, „საქართველო მსოფლიოში გამორჩეულია თავისი ბუნებით, ეს არის ქვეყანა, რომელიც ძალიან კარგად იციან, მაგრამ მაინც აღმოუჩენელია მისი იდუმალი სამყარო“. რუცსის განცხადებით, სწორედ ამიტომ შეირჩა საქართველო.

„ვფიქრობ, მომავალ წელს ბერლინის გამოფენაზე საქართველო დიდ ნახატს შექმნის, რომელიც განთავსდება მსოფლიო სცენაზე. ჩვენ ვიხილავთ საქართველოს უდიდეს ტურისტულ პოტენციალს. COVID-პანდემიის შემდეგ, მოგზაურებს ახალი ტურისტული ადგილების აღმოჩენა სურთ, განსაკუთრებით აღმოსავლეთ ევროპაში, რადგან ისინი უკვე იყვნენ იტალიაში, საფრანგეთში, სკანდინავიის ქვეყნებში, ამიტომ ახალ ადგილებში მოგზაურობა ურჩევნიათ. ძალიან მნიშვნელოვანია საჰაერო კავშირები და ძალიან მოხარული ვარ, რომ ქუთაისის ახალი აეროპორტიდან სრულდება პირდაპირი ავიარეისები. დარწმუნებული ვარ, ტურისტული ნაკადების დიდი ზრდა იქნება, რადგან ბოლო 20 წელიწადში ბერლინის გამოფენის ყველა მასპინძელ ქვეყანას ტურისტების მნიშვნელოვანი მატება ჰქონდა“, – განაცხადა დევიდ რუცმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა