Road accident involving Ukrainian bus in Hungary injures 19, two in serious condition
Zelensky: Ukrainian Navy holding the line on water, land, and in the sky
Ukrainian air defense neutralizes 117 of 157 drones launched by Russia overnight
War update: 200 clashes on front lines in past 24 hours, fiercest fighting in Pokrovsk, Lyman sectors
Russia’s military casualty toll in Ukraine up by 1,180 in past day
Russia exploits AI in circulating propaganda - Ukraine intel
Enemy tactics in Sumy region failing – SBGS spokesperson
Ukrainian drone with laser targeting approved for use by Ukraine’s Defense Forces

2021 წელს უმუშევრობის დონემ საქართველოში 20.6 პროცენტი შეადგინა

18.05.2022 ნახვები: 928

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2021 წელს საქართველოში უმუშევრობის დონე 2020 წელთან შედარებით, 2.1 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 20.6 პროცენტი შეადგინა.

საქსტატის ცნობით, 2021 წელს სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე წინა წელთან შედარებით 0.5 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 50.9 პროცენტით განისაზღვრა, ხოლო დასაქმების დონე 0.7 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 40.4 პროცენტი შეადგინა.

საქსტატის ინფორმაციით, სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე, ქალაქის ტიპის დასახლებებში 0.2 პროცენტული პუნქტით, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში 0.8 პროცენტული პუნქტითაა გაზრდილი. დასაქმების დონე შემცირებულია როგორც ქალაქის ტიპის, ისე სოფლის ტიპის დასახლებებში, შესაბამისად, 0.9 და 0.4 პროცენტული პუნქტით.

ამასთან, უწყების მონაცემებით, გასულ წელს დაქირავებულთა წილი დასაქმებულთა საერთო რაოდენობის 68.2 პროცენტს შეადგენდა, რაც 0.1 პროცენტული პუნქტით მეტია წინა წელთან შედარებით. უმუშევრობის დონე საქალაქო დასახლებებში 2020 წელთან შედარებით გაზრდილია 1.9 პროცენტული პუნქტით, ხოლო სასოფლო დასახლებებში – 2.4 პროცენტული პუნქტით.

საქსტატის ინფორმაციით, 2020 წელთან შედარებით 2021 წელს უმუშევრობის დონე ყველაზე მეტად გაზრდილია თბილისის, სამცხე-ჯავახეთისა და იმერეთის რეგიონებში, შესაბამისად 3.7, 3.5 და 3.4 პროცენტული პუნქტით. უმუშევრობის დონე ტრადიციულად მაღალია კაცებში, ქალებთან შედარებით. 2021 წელს 2020 წელთან შედარებით, აღნიშნული მაჩვენებელი ქალებში გაზრდილია 1.6 პროცენტული პუნქტით, ხოლო კაცებში – 2.5 პროცენტული პუნქტით.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ანგარიშის მიხედვით, სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე ქალებთან შედარებით მაღალია კაცებში. 2021 წელს აღნიშნული მაჩვენებელი ქალებში 40.5 პროცენტს, ხოლო კაცებში 62.9 პროცენტს შეადგენდა. 2021 წელს დასაქმების დონე როგორც ქალებში, ასევე კაცებში წინა წელთან შედარებით შემცირებულია, შესაბამისად, 0.5 და 0.9 პროცენტული პუნქტით. ამასთან, 2021 წელს უმუშევრობის დონე ყველაზე მაღალია 15-19 წლის ასაკობრივ ჯგუფში (52.2 პროცენტი), ხოლო აღნიშნული მაჩვენებელი ტრადიციულად ყველაზე დაბალია 65+ ასაკობრივ ჯგუფში (6.0 პროცენტი), რომლის უმთავრეს მიზეზს წარმოადგენს შესაბამის ასაკობრივ ჯგუფში აქტიურობის დაბალი მაჩვენებელი.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა