კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ოპოზიციას არც იარაღის დაჭერა უნდა ხელში და არც ხმარება იციან-ალეკო ელისაშვილი

ნახვები: 442 ოპოზიციას არც იარაღის დაჭერა უნდა ხელში და არც ხმარება იციან-ალეკო ელისაშვილი

როცა პარლამენტში ხარ, ქუჩაში არც გასვლა გაქვს აკრძალული და პარლამენტშიც მეტი ბერკეტი გაქვს – ფარიც გაქვს და ხმალიც. ბრძოლაში რომ მიდიხარ, სჯობს, მეტი იარაღი გქონდეს და იმ იარაღის ხმარებაც იცოდე, მაგრამ ოპოზიციას არც იმ იარაღის დაჭერა უნდა ხელში და არც ხმარება იციან, ამიტომ არაფერი იცვლება და ხალხი იმედგაცრუებულია, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს ოპოზიციონერმა დეპუტატმა ალეკო ელისაშვილმა განუცხადა.

დეპუტატის თქმით, ნიკა გვარამიას დაკავება პოლიტიკურ ანგარიშსწორებაა და ამის მიმართ პროტესტი აქვს, თუმცა საპროტესტო აქციებს და თავიდან დაწყებულ პროცესს, რომლის შედეგიც წინასწარ იცის, არ შეუერთდება.

„პარლამენტში ბრძოლა სწორ ფორმად მიმაჩნია და ვინც ვერ ხვდება, პარლამენტს რა ბერკეტები აქვს ოპოზიციას, როგორც ჩანს, რეგლამენტი წაკითხული არ აქვს. თუ მიაჩნიათ, რომ აქციაზე ხალხის დაძახებით რამეს მიაღწევენ, ძალიან ცდებიან. ასე რამის მიღწევა ძალიან რთულია და ამის არაერთი მაგალითია. იმ ბატონებს და ქალბატონებს, ვინც პარლამენტში ოპოზიციას აძაგებენ, ვურჩევ, რეგლამენტი წაიკითხონ. პარლამენტში ვიღაც კომფორტში ცხოვრობს, ვიღაც – ერთობა. ვისაც მუშაობა უნდა, ის მუშაობს და ბოდიში, მაგრამ საკუთარ თავს სწორედ ასეთ დეპუტატებს მივათვლი. თუ გინდა, ქვეყანა უკეთესობისკენ შეცვალო, პარლამენტი ამის საშუალებას იძლევა, მაგრამ ეს უნდა გინდოდეს და არ გეზარებოდეს, რადგან ოპოზიციის დიდ ნაწილს მუშაობა ეზარება და არ იცის, პარლამენტში რისთვის არის შემოსული. თუ უნდათ, საქართველო უკეთესი ქვეყანა გახდეს, ვინმე უშლით? – აგერ თქვენ და აგერ მე, ამ აქციებზე არავინ მივა. როცა ოპოზიციონერი ხარ, პარლამენტშიც ბრძოლა შეგიძლია და ქუჩაშიც. პარლამენტს რომ ზურგს აქცევ, შეგიძლია, მხოლოდ ქუჩაში ბრძოლა, შეუძლიათ, არჩევანი გააკეთონ“, – განაცხადა ელისაშვილმა.

 

 
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა