კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

პოლიტიკურად გაკოტრებული და სწრაფი ტემპით განლევად რეჟიმში მყოფ პოლიტიკურ ოპოზიციას, აქციების რესურსი არ აქვს-წულუკიანი

ნახვები: 459 პოლიტიკურად გაკოტრებული და სწრაფი ტემპით განლევად რეჟიმში მყოფ პოლიტიკურ ოპოზიციას, აქციების რესურსი არ აქვს-წულუკიანი

საქართველოს ვიცე-პრემიერის, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრ თეა წულუკიანის განცხადებით, არანაირი რესურსი არ არსებობს იმისა, რომ ოპოზიციამ წარმატებული აქცია გამართოს. როგორც წულუკიანი ამბობს, სწორედ ამიტომ აქციების საკითხი მისთვის ნაკლებად საინტერესოა.

„აქციების შესახებ არ მსმენია, სავარაუდოდ რაღაც გამომრჩა. ალბათ დიდად ყურადღებას აღარავინ აქცევთ იმას, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ და ოპოზიცია აქციებს გამართავს. მე აღარ ვაქცევ ყურადღებას, რადგან ამომრჩეველში, საზოგადოებაში არანაირი რესურსი არ არსებობს იმისა, რომ წარმატებული აქცია ჩატარდეს. შესაბამისად, პოლიტიკურად გაკოტრებული და სწრაფი ტემპით განლევად რეჟიმში მყოფ პოლიტიკურ ოპოზიციას რასაკვირველია, ამისი რესურსი არ აქვს. ამიტომ ეს საინტერესო დიდად არ არის“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

თეა წულუკიანმა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის შეწყალების საკითხზეც გააკეთა კომენტარი. როგორც წულუკიანი ამბობს, არ ჰგონია, რომ საქართველოს პრეზიდენტმა უსამართლო, უსაფუძვლო გადაწყვეტილება მიიღოს და სააკაშვილი შეიწყალოს.

„რაც შეეხება შეწყალებას, არ მგონია და იმედი მაქვს, არ ვცდები, რომ საქართველოს პრეზიდენტი ამგვარ უსამართლო, უსაფუძვლო და გაუმართლებელ გადაწყვეტილებას მიიღებს. იმედი მაქვს, არ მოხდება, დაველოდოთ მოვლენების განვითარებას. ისიც მინდა, გავიხსენო, რომ ესენი ის პოლიტიკური ხალები და ადამიანები არიან, ვინც მუდმივად საქართველოს პრეზიდენტის ინსტიტუტის ფეხქვეშ გათელვით არიან დაკავებული. მათ პრეზიდენტი მხოლოდ მაშინ მოსწონთ, როდესაც მოეჩვენებათ, რომ საქართველოს პრეზიდენტი აღარ არის ნეიტრალური და მათ მხარეზეა. ამ დროს მოსწონთ და უყვართ საქართველოს პრეზიდენტი, როგორც კი დაინახავენ, რომ საქართველოს პრეზიდენტი დაუბრუნდა ნეიტრალურ პოზიციას, აღარ მოსწონთ. როგორც კი შეხედავენ, რომ საქართველოს სასამართლო, რომელიც დღეს მთავრობას აღარ ექვემდებარება, როგორც მათი მმართველობის დროს, მიიღებს გადაწყვეტილებას მათ საწინააღმდეგოდ, ლანძღავენ სასამართლოს და მონას უწოდებენ. როგორც კი მათ სასარგებლოდ გამოვა გადაწყვეტილება, ამბობენ, რომ სასამართლო თურმე კარგი ყოფილა. ამისი მაგალითები არის როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან, ისე მათთან დაკავშირებული ორგანიზაციების. ხშირად მინახავს, რომ როდესაც დავას მოიგებენ სასამართლოში, აქებენ მოსამართლეს და ავიწყდებათ, რომ ეს სწორედ ამ ხელისუფლების რეფორმების შედეგად მოვიდა ამ ქვეყანაში. რა თქმა უნდა, იდეალური არაფერია, წინ ბევრი სამუშაოა, მაგრამ სასამართლო რეფორმამ მოიტანა ის, რომ დავას ხან მოიგებ, ხან წააგებ“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა