ბადრი ჯაფარიძე: „ქართული ოცნების“ ლიდერმა პარტიების აკრძალვის შესახებ განაჩენი წინასწარ გამოიტანა – ეს საკონსტიტუციო სასამართლოს უდიდესი შეურაცხყოფაა
მიხაილო ფედოროვი შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელობაში ბრუნდება
სახალხო დამცველი: დავით ფეიქრიშვილმა სავარაუდო დანაშაულში პენიტენციური სამსახურის თანამშრომლების შესაძლო მონაწილეობაზეც მიუთითა – გამოძიება პროკურატურამ უნდა აწარმოოს
Zelensky names hardest day for him during war
ზურაბ გირჩი ჯაფარიძე საკონსტიტუციო სასამართლოს პროცესზე: ყველამ იცის, რომ ბიძინა უყურებს – ზოგი თავის მოწონებას ცდილობს, ზოგი კი ჩუმად ყოფნას და ბოლოს გადაწყვეტილებაზე ხელის მოწერას
უკრაინელმა სამხედროებმა მიწისქვეშა კომუნიკაციებით 15 კილომეტრზე მეტი გაიარეს და კუპიანსკის მიმართულებით რუსეთის ჯარების ზურგში შეაღწიეს – 30-ზე მეტი რუსი სამხედრო ტყვედ აიყვანეს
Ukrainian forces advance 15 km behind Russian lines through underground routes on Kupiansk front
Russian forces preparing to resume mechanized attacks in southern Ukraine after months-long pause – military

„ეს ჩემთვის ბოლო წვეთი იყო“, - ლევან ვასაძე პოლიტიკაში მიდის

ნახვები: 316 „ეს ჩემთვის ბოლო წვეთი იყო“, - ლევან ვასაძე პოლიტიკაში მიდის

„ბოლო წვეთი ჩემთვის იყო დანიელსონის დოკუმენტზე ოპოზიციის და მმართველი ძალის ხელმოწერა," - განაცხადა დღეს, 6 მაისს, პრორუსული განწყობებით ცნობილმა ბიზნესმენმა ლევან ვასაძემ და იქვე დასძინა, რომ პოლიტიკაში მოსვლის გადაწყვეტილება მიიღო.

მისი თქმით, ქვეყნის შიდა პოლიტიკაში ევროპელი მედიატორების ჩარევის შედეგად ქვეყნის სუვერენიტეტი კიდევ უფრო იზღუდება.

„ბოლო წვეთი ჩემთვის იყო დანიელსონის დოკუმენტზე ხელმოწერა ოპოზიციის და მმართველი ძალის. ამ დოკუმენტით, გარდა იმისა, რომ მოხდა დამნაშავეების ციხიდან გამოშვება, მოხდა კიდევ უფრო დამაზიანებელი რამ, რაც არის ქვეყნის სუვერენიტეტის შეზღუდვა. ეს თუ შესრეულდა, ამით ჩვენს ქვეყანის ისედაც მყიფე სუვერენიტეტი კიდევ უფრო იზღუდება.

როგორც უნდა გვიხსნიდნენ ჩვენი უცხოელი პარტნიორები, რომ ეს ხდება ქვეყნის დახმარების მიზნით, ეს არის ანა-ბანა, რომ ხდება ქვეყნის სუვერენიტეტის შეზღუდვა. ამის სანაცვლოდ, ჩვენ მივიღეთ კიდევ 400 მილიონი ლარი ვალად, რომელსაც ეს ისტებლიშმენტი შეჭამს და შეატოვებს ამ ვალს ქვეყანას", -აცხადებს ლევან ვასაძე.

მისი თქმით, ქვეყანა გაკოტრების გზას ადგას.

შეგახსენებთ: 90-იან წლებში ლევან ვასაძე სწავლობდა და მუშაობდა ბიზნესის სფეროში აშშ-ში. 1995-წლიდან 2007 წლამდე ბიზნეს საქმიანობა განაგრძო რუსეთში.

2008-2009 წლებში ცხოვრობდა და მუშაობდა ბიზნესის სფეროში ინგლისში.2009 წლიდან, ოჯახთან ერთად კვლავ ცხოვრობს საქართველოში.

სხვადასხვა დროს იყო რუსული და საერთაშორისო კომპანიების დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე, მოადგილე, წევრი, გენერალური დირექტორი, პირველი ვიცე-პრეზიდენტი, ვიცე-პრეზიდენტი და დირექტორი. ამჟამად არის კომპანიების Pet Retail Russia, Prometheus Capital Partners, Ltd., შპს. „ბაგრატიონი 1882" და შპს. „სამოსელი პირველის" დამფუძნებელი და დირექტორთა და სამეთვალყურეო საბჭოების თავმჯდომარე.

არის კიკეთის „იაკობ გოგებაშვილის სახელობის ქართული სასწავლებლის" დამაარსებელი და მმართველობის წევრი, საქართველოს რაგბის კავშირის მმართველობის წევრი, აშშ-ის ემორის უნივერსიტეტის გოიზუეტას ბიზნეს სკოლის სტუმარი ლექტორი საერთაშორისო ბიზნესში, ყოველწლიური საქველმოქმედო სპორტული მოტორალის ლონდონი-თბილისი თანათავმჯდომარე ინგლისის ერლ-ლორდ პატრიკ ჯეიმზ კლანუილიამთან ერთად. აგრეთვე არის ყოველწლიური საქველმოქმედო „ქართული მეჯლისის" დამფუძნებელი და მეურვეთა საბჭოს წევრი.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა