კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

სააკაშვილის ლაბორატორიული მონაცემები გაუარესებული არ არის-"ვივამედის“ დირექტორი

ნახვები: 678 სააკაშვილის ლაბორატორიული მონაცემები გაუარესებული არ არის-"ვივამედის“ დირექტორი

კლინიკა „ვივამედის“ დირექტორის, ნინო ნადირაძის განცხადებით, საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილი თერაპიულ განყოფილებაში იმყოფება და კვლევები უტარდება. ყველა საჭირო კვლევა უტარდება. მისივე თქმით, ლაბორატორიული მონაცემები გაუარესებული არ არის. როგორც ნინო ნადირაძე ამბობს, კვლევის შედეგები თავად მიხეილ სააკაშვილის ნებართვის საფუძველზე უკვე გასაჯაროვდა და მომავალშიც ამ პრინციპით გასაჯაროვდება.

ამასთან, ნინო ნადირაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილი კლინიკას ნდობას უცხადებს.

„ლაბორატორიული მონაცემები გაუარესებული ნამდვილად არ არის. თავად პაციენტთან ყოველთვის შეთანხმებული მაქვს ნებისმიერი კვლევა, რის ჩატარებასაც ვაპირებთ. რა თქმა უნდა, ბატონ მიხეილს ამაზე მისდის შეტყობინება, პირადი ექიმიც ეუბნება, მეც ვაფრთხილებ. ის გვაძლევს ნებართვას და მხოლოდ ამის შემდეგ ხდება ამა თუ იმ კვლევის ჩატარება. მისი ნებართვის გარეშე არაფერი ხდება. პირად საუბრებშიც და ისედაც გვიცხადებს სრულ ნდობას. მწყინს ხოლმე, როდესაც მესმის სულ სხვა შეფასებები. ბატონი მიხეილი აგრძელებს კვლავ დაკვირვების ქვეშ ყოფნას თერაპიულ განყოფილებაში. დღესაც გვყავდნენ სპეციალისტები, მოწვეული გვყავდა ფსიქიატრთა ჯგუფი. გაუკეთდა კიდევ სხვა ინსტრუმენტული კვლევები. გუშინ ჩაუტარდა სრული კომპიუტერული ტომოგრაფია. რაც შეეხება მოარულ თემებს, რომ არ ასაჯაროებენ, არ ამბობენ. მესმის, თქვენ გჭირდებათ ნიუსი, მაგრამ საქმე ეხება პაციენტის ჯანმრთელობას. ეს არ არის საჭორაო და საჯაროდ გასარჩევი თემა. სახალხო დამცველის აპარატიდან იყვნენ წარმომადგენლები, წარმომიდგინეს ბატონი მიხეილის დასტური, რომ თანახმაა, გავცეთ მისი ჯანმრთელობის შესახებ მონაცემები. ჩვენ მათ გადავუგზავნეთ ყველაფერი, რაც მოგვთხოვეს – ის, რაც გუშინდელი დღის ჩათვლით იყო გაკეთებული. შემდეგშიც, როდესაც მოგვმართავენ, ასევე დარჩენილი კვლევების პასუხებსაც, რა თქმა უნდა, გადავცემთ. შესაბამისად, საჯარო განხილვის საგანი ეს არ უნდა იყოს. მე პასუხს ვაგებ ჩემს კლინიკაზე. პაციენტი გვიცხადებს სრულ ნდობას, არ გამოთქვამს უკმაყოფილებას არც ჩვენს მკურნალობის და არც ჩვენი კვლევების ტაქტიკაზე. შემდეგზე ვილაპარაკოთ შემდეგში. მინდა, ბატონი მიხეილი იყოს კარგად. მინდა, ყველა პაციენტი იყოს კარგად, ჩვენ ამისთვის ყველაფერს ვაკეთებთ“, – განაცხადა ნინო ნადირაძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა