თენგიზ აბლოთია: ღარიბაშვილის ბრალდებების მიუხედავად, ივანიშვილი კობახიძეს არ მოიშორებს — მისთვის ასეთი მეორე შემსრულებელი არ არსებობს
Air defenses down 135 drones used by Russia to attack Ukraine overnight
War update: 215 clashes on front line over past day, Pokrovsk and Kostiantynivka sectors hottes
Injury toll in Russian strike on Odesa rises to 17
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,320 over past day
Erdogan after meeting Putin: Türkiye ready to do everything possible for peace
Trump names condition for meeting Putin “immediately”
Russian sabotage groups show no significant activity along border — spox Demchenko

უკრაინელმა სამხედროებმა შეძლეს მოწინააღმდეგისთვის სტრატეგიული ინიციატივის ჩამორთმევა

ნახვები: 427 უკრაინელმა სამხედროებმა შეძლეს მოწინააღმდეგისთვის სტრატეგიული ინიციატივის ჩამორთმევა

უკრაინელმა სამხედროებმა შეძლეს მოწინააღმდეგისთვის სტრატეგიული ინიციატივის ჩამორთმევა. ამის შესახებ განცხადება უკრაინის შეიარაღებული ძალების მეთაურma, ვალერიზალუჟნიმ ნატო-ს სამხედრო მეთაურების სხდომაზე გამოსვლისას გააკეთა.

მისი თქმით, 2014 წლის შემდეგ უკრაინის სამხედრო ხელმძღვანელობა აცნობიერებდა, რომ ადრე თუ გვიან დაიწყება რუსეთის ფართომასშტაბიანი აგრესია, რისთვისაც უკრაინის არმია ემზადებოდა.

„ჩვენ მკაფიოდ ვხვდებოდით, რომ პირველი თვე იქნება გარდამტეხი მომენტი. ჩვენ ჩამოვართვით მოწინააღმდეგეს სტრატეგიული ინიციატივა, კრიტიკული დანაკარგი მივაყენეთ მათ და ვაიძულეთ, უარი ეთქვათ მთავარ მიზანზე – კიევის დაკავებაზე“, – განაცხადა ზალუჟნიმ.

უკრაინის შეიარაღებული ძალები მეთაურის თქმით, დღეს უკრაინელი სამხედროები მხოლოდ თავს არ იცავენ.

„ჩვენ განვახორციელეთ რამდენიმე წარმატებული კონტრშეტევა. მოვახერხეთ ხარკოვის და ნიკოლაევის განბლოკვა“, – განაცხადა ზალუჟნიმ.

მისივე თქმით, მარიუპოლის დამცველებმა შეაკავეს რუსეთის შეიარაღებული ძალების დიდი ჯგუფი, რამაც მისცა უკრაინის არმიას დრო და შესაძლებლობა, მოეწყოთ დაცვის პოზიციები სხვა მიმართულებით.

ზალუჟნის განცხადებით, უკრაინელმა სამხედროებმა რუსულ კრეისერ „მოსკოვის“ გარდა კიდევ სამი გემის დაზიანება შეძლეს. მიუხედავად ამისა, რუსეთის არმია აგრძელებს სარაკეტო დარტყმებს, რომელთა ინტენსივობაც საკმაოდ მაღალია და საშუალოდ 24 საათში 10-14 ბალისტიკურ რაკეტას შეადგენს.

„ეს არის საფრთხე არა მხოლოდ უკრაინისთვის, არამედ ნატო-ს ქვეყნებისთვისაც. ყოველი ასეთი რაკეტა 400-600 კილოგრამი ტროტილის ეკვივალენტია. ამიტომ, მნიშვნელოვანია ანტისარაკეტო თავდაცვის გაძლიერება“, – განაცხადა ზალუჟნიმ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა