ბადრი ჯაფარიძე: „ქართული ოცნების“ ლიდერმა პარტიების აკრძალვის შესახებ განაჩენი წინასწარ გამოიტანა – ეს საკონსტიტუციო სასამართლოს უდიდესი შეურაცხყოფაა
მიხაილო ფედოროვი შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელობაში ბრუნდება
სახალხო დამცველი: დავით ფეიქრიშვილმა სავარაუდო დანაშაულში პენიტენციური სამსახურის თანამშრომლების შესაძლო მონაწილეობაზეც მიუთითა – გამოძიება პროკურატურამ უნდა აწარმოოს
Zelensky names hardest day for him during war
ზურაბ გირჩი ჯაფარიძე საკონსტიტუციო სასამართლოს პროცესზე: ყველამ იცის, რომ ბიძინა უყურებს – ზოგი თავის მოწონებას ცდილობს, ზოგი კი ჩუმად ყოფნას და ბოლოს გადაწყვეტილებაზე ხელის მოწერას
უკრაინელმა სამხედროებმა მიწისქვეშა კომუნიკაციებით 15 კილომეტრზე მეტი გაიარეს და კუპიანსკის მიმართულებით რუსეთის ჯარების ზურგში შეაღწიეს – 30-ზე მეტი რუსი სამხედრო ტყვედ აიყვანეს
Ukrainian forces advance 15 km behind Russian lines through underground routes on Kupiansk front
Russian forces preparing to resume mechanized attacks in southern Ukraine after months-long pause – military

რუსეთმა ამერიკის 963 მოქალაქეს, მათ შორის პრეზიდენტ ბაიდენს, რუსეთში შესვლა აუკრძალა

ნახვები: 552 რუსეთმა ამერიკის 963 მოქალაქეს, მათ შორის პრეზიდენტ ბაიდენს, რუსეთში შესვლა აუკრძალა

რუსეთმა ამერიკის 963 მოქალაქეს, მათ შორის პრეზიდენტ ჯო ბაიდენსა და სახელმწიფო მდივანს, ენტონი ბლინკენს რუსეთში შესვლა აუკრძალა. განცხადებას რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

რუსეთში მოგზაურობა აეკრძალა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს კამალა ჰარისს, თავდაცვის მდივან ლოიდ ოსტინსა და ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) ხელმძღვანელს უილიამ ბარნსს და მრავალ სხვა ოფიციალურ პირს.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, სიაში მოხვედრილ ამერიკელებს რუსეთის ფედერაციაში შესვლა სამუდამოდ ეკრძალებათ.

სამინისტროს თქმით, ესაა რუსეთის მხრიდან პასუხი აშშ-ის „ანტირუსულ სანქციებზე“.

„ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ ვაშინგტონის მიერ მიღებული მტრული ქმედებებს, რომლებიც აშშ-ს ბუმერანგივით უბრუნდება, სათანადო წინააღმდეგობა შეხვდება. რუსეთის მხრიდან საპასუხო სანქციები არის იძულებითი წესის და მიმართული იმისკენ, რომ ამერიკის მმართველ რეჟიმს, რომელიც ცდილობს ნეო-კოლონიალური „კანონებზე დაფუძნებული მსოფლიოს წესრიგი“ დანარჩენ სამყაროზეც გაავრცელოს, შეაცვლევინოს ქცევა ახალი გეოპოლიტიკური რეალობის გათვალისწინებით“ - წერია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

აშშ-ის გარდა, რუსეთმა ქვეყანაში შესვლა კანადის 26 მოქალაქესაც აუკრძალა. სიაში მოხვდნენ ხელისუფლების წარმომადგენლები, მათი ნათესავები და მეგორები, ასევე სამხედრო ინდუსტრიისა და გემთსამშენებლო კომპანიების მენეჯერები და შეიარაღებული ძალების მეთაურები. 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა