კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ჯო ბაიდენი - უკრაინაში რუსეთის სასტიკმა და არაპროვოცირებულმა ომმა ჰუმანიტარული კატასტროფა გამოიწვია

ნახვები: 519 ჯო ბაიდენი - უკრაინაში რუსეთის სასტიკმა და არაპროვოცირებულმა ომმა ჰუმანიტარული კატასტროფა გამოიწვია

რუსეთის სასტიკი და არაპროვცირებული ომი უკრაინაში უფრო მეტია, ვიდრე მხოლოდ ევროპული საკითხი, ეს არის გლობალური საკითხი. ამის შესახებ აშშ-ის ლიდერმა ტოკიოში აშშ-ის, იაპონიის, იდნოეთისა და ავსტრალიის სამიტის გახსნისას ისაუბრა. ჯო ბაიდენმა მიმდინარე ომს „ჩვენი საერთო ისტორიის ბნელი საათი“ უწოდა.

„უკრაინაში რუსეთის სასტიკმა და არაპროვოცირებულმა ომმა ჰუმანიტარული კატასტროფა გამოიწვია, ქუჩებში უდანაშაულო ადამიანები დახოცეს, მილიონობით ლტოლვილი იძულებით გადაადგილებული ან გადასახლებულია. ეს არის მეტი, ვიდრე მხოლოდ ევროპული საკითხი, ეს არის გლობალური საკითხი“, – განაცხადა ბაიდენმა.

აშშ-ის პრეზიდნეტის თქმით, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ცდილობს კულტურის განადგურებას. როგორც ბაიდენმა აღნიშნა, რუსეთის სამიზნეს უკრაინაში სკოლები, ეკლესიები და მუზეუმები წარმოადგენს.

მისი თქმით, აშშ გააგრძელებს თავის პარტნიორებთან მუშაობას გლობალური რეაგირებისთვის. ჯო ბაიდენის განცხადებით, რუსეთის ინტერვენცია მხოლოდ ხაზს უსვამს აშშ-ის, იაპონიის, ინდოეთისა და ავსტრალიის მიზნებსა და საერთო ღირებულებებზე.

სამიტის ფარგლებში, ჯო ბაიდენს მოლაპარაკებები ექნება ინდოეთის პრემიერ-მინისტრ ნარენდრა მოდისთან. როგორც „სიენენი“ აღნიშნავსაღნიშნავს, ინდოეთი მიმდინარე სამიტის ერთადერთი მონაწილეა, რომელმაც უკრაინაში რუსეთის ინტერვენცია არ დაგმო და მოსკოვს სანქციები არ დაუწესა.

თავის მხრივ, სამიტის გახსნაზე გამოსვლისას იაპონიის პრემიერ-მინისტრმა ფუმიო კიშიდამ განაცხადა, რომ „რუსეთის ინტერვენცია უკრაინაში არის საფრთხე გაერო-ს წესდების პრინციპებისთვის“.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა