საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტანი გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
ხვიჩა კვარაცხელია მძიმე ტრავმის შემდეგ: უფრო ძლიერი უნდა დავბრუნდე ჩემი ხალხისთვის, რომელიც ყოველთვის ჩემს გვერდითაა
გოჩა მირცხულავა - რა გადაწყვეტილებებისთვის მზადდება პოლიტიკური გარემო?
რევაზ ნადარაია ოპოზიციურ პარტიებს: პოლიტიკური განცხადებები გარეთ გააკეთეთ, სასამართლოსთვის მათ ნულის ფასი აქვს
კობახიძე: რუსეთთან ურთიერთობის ახალი ეტაპი არ იწყება, დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე ჩვენი პოზიცია უცვლელია
ანა წითლიძე საკონსტიტუციო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილისა და ლევან ხაბეიშვილის მოწმეებად დაბარებას ითხოვს
ეროვნული ბანკი: ციფრული ლარის საყოველთაო შემოღება უახლოეს წლებში არ იგეგმება, ნაღდი ფული მიმოქცევაში დარჩება
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციური პარტიების მოთხოვნა მოსამართლეთა აცილების შესახებ არ დააკმაყოფილა

ოპოზიციას ერთი სული აქვს, ხალხი გამოვიდეს ქუჩაში და ამით მაინც მიაღწიონ საწადელს-სოზარ სუბარი

ნახვები: 427 ოპოზიციას ერთი სული აქვს, ხალხი გამოვიდეს ქუჩაში და ამით მაინც მიაღწიონ საწადელს-სოზარ სუბარი

ოპოზიციას ერთი სული აქვს, საქართველომ ვერ მიიღოს კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, რომ იქნებ, ხალხი გამოვიდეს ქუჩაში და ამით მაინც მიაღწიონ საწადელს, – განაცხადა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, სოზარ სუბარმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

„არც ერთი მაგალითი პოლიტიკური მართლმსაჯულების არ არსებობს. სასამართლო რეფორმა რა დონეზეა,  ამის ნათელი მაგალითია 11-ჯერ შემცირებული სარჩელები ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში. სწორედ ამიტომაა, რომ მათ არ აქვთ იმედი, რომ რამეს დაამტკიცებენ და ამიტომ აქვთ ერთი სული, რომ საქართველომ ვერ მიიღოს კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, რომ ამით მიაღწიონ ხალხის მღელვარებას, ხალხი გამოვიდეს ქუჩაში და იქნებ, ამით მაინც მიაღწიონ საწადელს“, – აღნიშნა სუბარმა.

სოზარ სუბარის თქმით, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი არის ახალ ეტაპზე გადასვლის დასაწყისი და ახალი ნაბიჯი იმისთვის, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრება დაჩქარდეს.

„ოპოზიციას მართლა თუ სჯერა იმის, რასაც ამბობენ, რომ ქვეყნაში დემოკრატიული რეფორმები შეფერხებულია და დემოკრატიული პროცესი უკუსვლას განიცდის, რომ სასამართლო რეფორმა არ მიდის საჭირო მიმართულებით, რომ ქვეყნაში არის პოლიტიკური მართლმსაჯულება, რომ არჩევნები ყალბდება და საარჩევნო რეფორმა გაჩერებულია; მაშინ თვითონ უნდა იბრძოდნენ სწორედ იმისთვის, რომ რაც შეიძლება სწრაფად მივიღოთ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი, რადგან ეს იქნება ამ რეფორმების დაჩქარების საფუძველი, თუმცა მათ ყველაზე კარგად იციან, რომ რასაც ამბობენ ყველაფერი არის ტყუილი“, – აღნიშნა სოზარ სუბარმა.

 

 
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა