საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტანი გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
ხვიჩა კვარაცხელია მძიმე ტრავმის შემდეგ: უფრო ძლიერი უნდა დავბრუნდე ჩემი ხალხისთვის, რომელიც ყოველთვის ჩემს გვერდითაა
გოჩა მირცხულავა - რა გადაწყვეტილებებისთვის მზადდება პოლიტიკური გარემო?
რევაზ ნადარაია ოპოზიციურ პარტიებს: პოლიტიკური განცხადებები გარეთ გააკეთეთ, სასამართლოსთვის მათ ნულის ფასი აქვს
კობახიძე: რუსეთთან ურთიერთობის ახალი ეტაპი არ იწყება, დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე ჩვენი პოზიცია უცვლელია
ანა წითლიძე საკონსტიტუციო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილისა და ლევან ხაბეიშვილის მოწმეებად დაბარებას ითხოვს
ეროვნული ბანკი: ციფრული ლარის საყოველთაო შემოღება უახლოეს წლებში არ იგეგმება, ნაღდი ფული მიმოქცევაში დარჩება
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციური პარტიების მოთხოვნა მოსამართლეთა აცილების შესახებ არ დააკმაყოფილა

EU-მ უკრაინისთვის დამატებით 500 მილიონი ევროს სამხედრო დახმარება დაამტკიცა

ნახვები: 577 EU-მ უკრაინისთვის დამატებით 500 მილიონი ევროს სამხედრო დახმარება დაამტკიცა

ევროპის საბჭოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ევროკავშირმა უკრაინისთვის დამატებით 500 მილიონი ევროს სამხედრო დახმარება საბოლოოდ დაამტკიცა.

როგორც გამოქვეყნებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ეს არის დახმარების მეოთხე პაკეტი, რომელსაც ევროკავშირი უკრაინისთვის გამოყოფს, რითაც EU-ს მხრიდან უკრაინისთვის გამოყოფილი თანხა ორ მილიარდ ევროს მიაღწევს.

უკრაინისთვის გამოყოფილი სამხედრო დახმარება მოხმარდება ქვეყნისთვის მძიმე შეიარაღების შეძენას, როგორიცაა ტანკები და არტილერია.

"დღეს, უკრაინის ბრძოლის ველზე ხვალინდელი ისტორია იწერება. ამ 500 მილიონი ევროს ჩათვლით, ევროკავშირმა ჯამში 2 მილიარდი ევრო გამოყო უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის EU-ს წევრი ქვეყნების მხრიდან სამხედრო ტექნიკის მიწოდების მხარდასაჭერად.

ეს მხარდაჭერა - ევროპული ძალისხმევის მხოლოდ ერთი ნაწილია, დაეხმაროს უკრაინას თავდაცვაში. ევროკავშირი და მისი წევრი ქვეყნები მზად არიან გააგრძელონ დახმარება. ჩვენ ვაკეთებდით ამას ომის დაწყებიდან და გავაგრძელებთ ბოლომდე“, - ამბობს საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის სფეროში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ჯოზეფ ბორელი. 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა