კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

გვჯერა, რომ ევროკავშირის წევრობას მოაქვს მშვიდობა-მოლდოვის პრემიერ-მინისტრი

ნახვები: 388 გვჯერა, რომ ევროკავშირის წევრობას მოაქვს მშვიდობა-მოლდოვის პრემიერ-მინისტრი

გვჯერა, რომ ევროკავშირის წევრობას მოაქვს მშვიდობა, სტაბილურობა და ღირებულებებზე დაფუძნებული კეთილდღეობა, – ამის შესახებ განცხადება მოლდოვის პრემიერ-მინისტრმა, ნატალია გავრილიცამ დავოსის ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაზე გააკეთა. მოდერატორმა მას კითხვა დაუსვა საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის ინიციატივაზე, რომ შეიქმნას ევროკავშირში გაწევრიანების მსურველი ქვეყნების ახალი პოლიტიკური გაერთიანება.

„ევროკავშირი არის ღირებულებების საზოგადოება. სწორედ ამიტომ ვფიქრობთ, რომ მოლდოვა უნდა იყო ამ ღირებულებების საზოგადოებასთან მტკიცედ დაკავშირებული, რადგან ჩვენ გვჯერა დემოკრატიული ინსტიტუტების, კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების დაცვის. ევროკავშირი არის ბლოკი, რომელსაც მოაქვს მშვიდობა, თანამშრომლობა და ღირებულებებზე დაფუძნებული კეთილდღეობა, განსაკუთრებით ამ რთულ დროს. ხალხს უნდა ჰქონდეს მოლდოვის ასეთი მომავლის რწმენა. წინა არჩევნებზე მოლდოვის მოქალაქეებმა ხმა მისცეს პრეზიდენტს, პარლამენტსა და მთავრობას, რომლებსაც ერთნაირი მიდგომა აქვთ, რომლებსაც აქვთ მართლმსაჯულების სისტემის რეფორმის, კანონის უზენაესობის გაუმჯობესების, კორუფციის აღმოფხვრის, ინსტიტუტების მუშაობის გაუმჯობესების ერთიანი პლატფორმა. მიუხედავად ყველა კრიზისისა, ჩვენ ამ ამოცანის შესრულებაზე ვმუშაობთ“, – განაცხადა ნატალია გავრილიცამ.

მისი თქმით, მოლდოვამ უკვე განახორციელა რამდენიმე რეფორმა მართლმსაჯულების სექტორში.

„სულ ცოტა ხნის წინ აშშ-ის ყოფილმა მთავარმა პროკურორმა, რომელიც წარმოშობით მოლდოველია, მოიგო კონკურსი, რომ ნომინირებული იყოს მოლდოვის ანტიკორუფციულ პროკურორად. ასევე, უკვე არსებობს გეგმები და კანონპროექტები, რომ მოლდოვაში მოსამართლეებისა და პროკურორების შეფასება მოხდეს. ამ რეფორმებს მხარს უჭერენ მოქალაქეები. ეს აჩვენებს, რომ მოლდოვა იმსახურებს ევროკავშირის წევრობას. რა თქმა უნდა, ეს არის გზა, პროცესი, რომლის ფარგლებშიც ჩვენ გავაფორმეთ ასოცირების შეთანხმება, ასევე ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება ევროკავშირთან. ახლა ჩვენ მივესალმებით, რომ მონაწილეობას მივიღებთ ევროკავშირის სამშვიდობო ინიციატივაში და მივიღებთ დახმარებას მათ შორის არალეტალურ იარაღს ჩვენი სამხედროებისთვის. შევძლებთ ჩვენი პროტოკოლის, კომუნიკაციის, სამედიცინო სერვისების გაუმჯობესებას. ჩვენ განვიხილავთ ევროკავშირთან სატრანსპორტო გადაადგილების ლიბერალიზაციას, ასევე ვსაუბრობთ მოლდოვის პროდუქციის ევროკავშირში ტარიფების გარეშე შეტანაზე. ჩვენ მივესალმებით ყველა მექანიზმს, რომელიც გააუმჯობესებს ჩვენს ევროკავშირთან თანამშრომლობას. რაც შეეხება მაკრონის ინიციატივას, რომელიც ევროპული საზოგადოების შექმნას ისახავს მიზნად, ვფიქრობ, ეს არის შესაძლებლობა, უფრო სწრაფად დააახლოვოს პოლიტიკური დიალოგი ევროკავშირსა და კანდიდატ ან ევროკავშირში გაწევრების მსურველ ქვეყნებს შორის. ამავე დროს ჩვენ საჯაროდ დაგვარწმუნეს, რომ ეს არ ჩაანაცვლებს ევროკავშირის წევრობისკენ გზას. გვჯერა, რომ ევროკავშირის წევრობა არის ის, რაც ავრცელებს მშვიდობას, სტაბილურობასა და ღირებულებებზე დაფუძნებულ კეთილდღეობას. ამიტომ გვინდა, ვიყოთ თავისუფალი სამყაროსა და ევროპული ოჯახის ნაწილი“, – განაცხადა მოლდოვის პრემიერ-მინისტრმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა