საკონსტიტუციო სასამართლომ „გახარია საქართველოსთვის“ შუამდგომლობა საქმის განხილვის გადადების თაობაზე არ დააკმაყოფილა
No negotiated peace possible while Putin in power – Hudson Institute President
ზელენსკი: მზად ვარ, ფლორიდაში ტრამპსა და პუტინს შევხვდე სამშვიდობო შეთანხმების მისაღწევად – G20-ის სამიტზე მიწვევა ჯერ არ მიგვიღია
Zelensky to attend G20 summit in Florida for talks with Trump and Putin if invited
Russia to step up ballistic missile attacks as U.S. cuts Patriot missile supplies to Ukraine – Zelensky
Trump asked Musk to lift Starlink restrictions in Ukraine – WSJ
Merz: Lasting peace in Ukraine impossible without Europe`s participation
`Nothing personal between me and Trump`- Zelensky comments on tensions with U.S.

დიდი იმედი მაქვს ევროკავშირის მმართველების, რომ უერთგულებენ ფუძემდებელი მამების ღირებულებებს და საქართველოს მიანიჭებენ იმას, რაც ისტორიულად და სამართლიანად ეკუთვნის-წულუკიანი

ნახვები: 410 დიდი იმედი მაქვს ევროკავშირის მმართველების, რომ უერთგულებენ ფუძემდებელი მამების ღირებულებებს და საქართველოს მიანიჭებენ იმას, რაც ისტორიულად და სამართლიანად ეკუთვნის-წულუკიანი

დიდი იმედი მაქვს ევროკავშირის მმართველების, რომ უერთგულებენ ფუძემდებელი მამების ღირებულებებს და საქართველოს მიანიჭებენ იმას, რაც ისტორიულად და სამართლიანად ეკუთვნის, – ამის შესახებ საქართველოს კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა.

„რასაკვირველია, როგორც ამ ქვეყნის შვილს და როგორც პრაქტიკულად მოზარდობის ასაკიდან დასავლეთ ევროპაში გაზრდილ ადამიანს, ძალიან დიდი იმედი მაქვს ევროპის, ევროპელი ერების და იმ მმართველების, რომლებიც ევროკავშირს მართავენ. მე მაქვს მათი დიდი იმედი. კერძოდ, იმედი მაქვს, რომ ისინი უერთგულებენ ფუძემდებელი მამების იდეოლოგიას, იდეებსა და ღირებულებებს, რომლებმაც ჯერ ევროსაბჭო შექმნეს და დააფუძნეს, შემდეგ უკვე პრაქტიკულად ევროსაბჭოს ბაზიდან წამოვიდა ევროკავშირი, იქნება ეს დროშა თუ სხვა ატრიბუტიკა. იმედი მაქვს, აი, მათი ერთგული იქნება ევროპელი მმართველების ამჟამინდელი თაობა და საქართველოს მიანიჭებენ იმას, რაც მას ისტორიულად და სამართლიანად ეკუთვნის. ეს ისტორიული სამართლიანობა არ მოიცავს მხოლოდ წარსულს, არის დაფუძნებული აწმყოზეც. ჩვენ ამ სტატუსს მივიღებთ, რასაკვირველია მოლდოვასა და უკრაინასთან ერთად. აი ეს არის ჩემი მოლოდინი“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

 

 
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა