კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

პარლამენტში უკვე მესამე საათია, რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები ამტკიცებენ, რომ საქართველოს არ ეკუთვნის კანდიდატის სტატუსი, თავად გაყიდეს საკუთარი თავი - ირაკლი კობახიძე

ნახვები: 530 პარლამენტში უკვე მესამე საათია, რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები ამტკიცებენ, რომ საქართველოს არ ეკუთვნის კანდიდატის სტატუსი, თავად გაყიდეს საკუთარი თავი - ირაკლი კობახიძე

საქართველოს პარლამენტში უკვე მესამე საათია, რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები ამტკიცებენ, რომ საქართველოს არ ეკუთვნის კანდიდატის სტატუსი, ძალან კარგად ხედავთ სად არიან ისინი და სად არის ხელისუფლება, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებმა თავად გაყიდეს საკუთარი თავი.

„კიდევ ერთხელ გავიმეორებ იმას, რაც ვთქვი – ეს ადამიანები, რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები ამტკიცებდნენ, რომ არ ახორციელებდნენ თურმე აგიტაციას კაბინეტებსა და დერეფნებში, რასაც ჩვენ ვამბობდით, რადგან ამაზე გვაქვს ინფორმაცია. რასაც ჩვენ ვამბობდით, ახლა სამი საათის განმავლობაში, პლენალურ სხდომათა დარბაზში ის დაამტკიცეს. საქართველოს პარლამენტში უკვე მესამე საათია, ისინი ამტკიცებენ იმას, რომ საქართველოს არ ეკუთვნის კანდიდატის სტატუსი, თქვენ ძალან კარგად ხედავთ სად არიან ისინი და სად არის ხელისუფლება, ძალიან მარტივად გაეცა ამ ყველაფერს პასუხი, თავად გაყიდეს საკუთარი თავი“, – განაცხადა კობახიძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა