საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტანი გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
ხვიჩა კვარაცხელია მძიმე ტრავმის შემდეგ: უფრო ძლიერი უნდა დავბრუნდე ჩემი ხალხისთვის, რომელიც ყოველთვის ჩემს გვერდითაა
გოჩა მირცხულავა - რა გადაწყვეტილებებისთვის მზადდება პოლიტიკური გარემო?
რევაზ ნადარაია ოპოზიციურ პარტიებს: პოლიტიკური განცხადებები გარეთ გააკეთეთ, სასამართლოსთვის მათ ნულის ფასი აქვს
კობახიძე: რუსეთთან ურთიერთობის ახალი ეტაპი არ იწყება, დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე ჩვენი პოზიცია უცვლელია
ანა წითლიძე საკონსტიტუციო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილისა და ლევან ხაბეიშვილის მოწმეებად დაბარებას ითხოვს
ეროვნული ბანკი: ციფრული ლარის საყოველთაო შემოღება უახლოეს წლებში არ იგეგმება, ნაღდი ფული მიმოქცევაში დარჩება
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციური პარტიების მოთხოვნა მოსამართლეთა აცილების შესახებ არ დააკმაყოფილა

„ხელისუფლებამ ნიკა მელია თავად აქცია პოლიტპატიმრად, ასე ვეღარ გაგრძელდება,“ - ირმა ინაშავილი

ნახვები: 322 „ხელისუფლებამ ნიკა მელია თავად აქცია პოლიტპატიმრად, ასე ვეღარ გაგრძელდება,“ - ირმა ინაშავილი

„თავმოყვარეობა ვინმეს შერჩა ამ ხელისუფლებაში თუ კოლექტიურ კობახიძეებად იქეცით?" - კითხულობს „პატრიოტთა ალიანსის" ერთ-რთი ლიდერი, ირმა ინაშვილი.

ამასთან, ინაშვილი სოციალურ ქსელში კიდევ ერთ კითხვას სვამს:

„მელია მაშინ არ დაიჭირეთ, როცა სამაჯური მოიხსნა და გადააგდო... ვერაფერი ვერ დაუმტკიცეთ: ვერც პარლამენტში შეჭრა და ვერც ის, რომ საზოგადოებისთვის სახიფათოა, რასაც ამტკიცებდით. დაგემტკიცებინათ, ვინ შეგიშალათ ხელი? 20 ივნისის საქმეზე გამოძიება არ დასრულებულა და, როგორც ჩანს, 2090 წლამდე არც დასრულდება. ერთხელ გადახდილ გირაოზე მელიას მეორედ დააკისრეთ გირაო, მერე დააპატიმრეთ და ახლა სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე ევროკავშირის პარტნიორმა ორგანიზაციამ, პრაქტიკულად ევროკავშირმა ჩარიცხა გირაოს თანხა. დააკვირდით: აღკვეთის ღონისძიების შეცვლის შესახებ ჯერ პროკურატურა სასამართლომდე არ იყო მისული და ევროკავშირის გირაო უკვე ჩაირიცხა, წინსწრებით, ანუ... პატიმრობამისჯილს გირაო ისე ჩაურიცხეს, რომ პატიმრობა გირაოთი შეცვლილი არ იყო. ეს ის ევროკავშირია, ჩვენ რომ გვასწავლის, მართლმსაჯულების რეფორმა როგორ განვახორციელოთ.

ახლა სხვაგვარად ვსვამ კითხვას: რომელიმე სხვა ქვეყნაში მსგავსი რამ თუ მოხდებოდა და აქ კიდევ კოლექტიური კობახიძეები ლაპარაკობენ მართლმსაჯულების სიდიადეზე? კანონის უზენაესობაზე? ინსტიტუტების პატივისცემაზე ან იმაზე, რომ სუვერენული სახელმწიფო ვართ და დამოუკიდებელი სასამართლო და პროკურატურა გვყავს? ხელისუფლებამ ნიკა მელია თავად აქცია პოლიტპატიმრად! "ქართული ოცნების" იაფფასიანმა, უგუნურმა, ბოღმიანმა და ამპარტავნებით გაჟღენთილმა მოქმედებებმა განაპირობა ქვეყანაში სრული ქაოსი, სრული უიმედობა, სრული უწესობა და სრული მარაზმი. ასე ვეღარ გაგრძელდება. ნახავთ."

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა